არჩილ თალაკვაძე "ქართულ ოცნებაში" არსებულ შიდა დაპირისპირებას შეეწირა - "ტვ პირველს" მმართველი გუნდის წევრები პირად საუბრებში უყვებიან, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პოსტიდან პირადად ბიძინა ივანიშვილმა გაუშვა. უფრო კონკრეტულად, პრემიერ ღარიბაშვილისა და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ომში ივანიშვილმა კობახიძის მხარე დაიჭირა.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, კობახიძემ კი საკანონმდებლო ორგანო ყველაზე ერთგულ კადრს, კახა კუჭავას, ჩააბარა.
არჩილ თალაკვაძე მოულოდნელ გადადგომაზე დამატებით კომენტარს არ აკეთებს. გაჩნდა ვარაუდი, რომ თალაკვაძეს "ოცნებამ" თბილის მერის კანდიდატის პოზიცია შესთავაზოს.
წყარო