ყველას ნახვა

სასწრაფოდ! ცნობილი ხდება გრიფით საიდუმლო გახარიას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რა მოხდა 20 ივნისს?

სასწრაფოდ! ცნობილი ხდება გრიფით საიდუმლო გახარიას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რა მოხდა 20 ივნისს?
ლევან კაკავას საკურატორო სფეროში შემავალი სამსახურების - დაცვის პოლიციისა და სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის - ღონისძიებისთვის მობილიზებული თანამშრომლები სამართავად გადაეცათ უშუალოდ ველზე მყოფ მოადგილეებს - კახაბერ საბანაძესა და ვლადიმერ ბორცვაძეს, ხოლო მან ლოჯისტიკური მიმართულება ჩაიბარა. ლევან კაკავას ჩვენებით, საკუთარი მიმართულების უზრუნველყოფისთვის, 20-21 ივნისს იმყოფებოდა სამსახურში, გულუას ქუჩაზე და განვითარებულ მოვლენებს თვალს ტელევიზიების საშუალებით ადევნებდა.
შესაბამისად, იგი დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს ღონისძიების დაწყების, მიმდინარეობისა და დასრულების შესახებ. როგორც მისთვის ცნობილია, რეზინის ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებით, კონკრეტული ბრძანება სამინისტროს ხელმძღვანელი პირების მიერ არ გაცემულა, თუმცა სამართალდამცავებს მისი გამოყენების უფლება ჰქონდათ და მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) დირექტორის, 44 ჩვენების თანახმად, 20 ივნისს პარლამენტთან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მას დაევალა. იგი უთითებს გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებდა სპეციალური საშუალებების, მათ შორის გაზისა და რეზინის ჭურვების გამოყენებას. იგი უთითებს, რომ მოადგილეებს მისცა შესაბამისი დავალებები და ასევე მიუთითა დაქვემდებარებულებისთვის სათანადო ინსტრუქტაჟის ჩატარების შესახებ.

ინსტრუქტაჟი ითვალისწინებდა, რომ თანამშრომლები მზად უნდა ყოფილიყვნენ ყველა სახის სიტუაციაში მოქმედებისთვის და სრულად ყოფილიყვნენ აღჭურვილი პასიური და აქტიური სპეციალური საშუალებებით. გდდ-ს დირექტორი უთითებს, რომ პარლამენტის შენობასთან პირადად მივიდა დაახლოებით 16:00 საათზე და დანაყოფების მეთაურებს ჩაუტარა თათბირი. სპეციალური აღჭურვილობით, თოფების გარდა, ცოცხალ ჯაჭვში პოლიციელების ჩაყენების მითითება მიიღო კახაბერ საბანაძისგან. მისი ცნობით, ამ დროისთვის თოფები მანქანებში, მეთვალყურეობის ქვეშ იყო, და მათი გამოყენება შეიძლება მოეხდინათ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

მისი ჩვენებით, თავად და ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ ცოცხალი ჯაჭვის სიახლოვეს. იგი თანამშრომლებს მითითებებს აძლევდა როგორც რაციით, ასევე პირადად. ამ პერიოდში ინფორმაციას იღებდა საველე მეთაურებისგან, ასევე თავად 44 20-21 ივნისის მდგომარეობით. 20 პირადად გავიდა ადგილზე, საიდანაც რაციით ეთათბირებოდა ხელმძღვანელობას. იგი არ უთითებს, თუ ვის და რაზე შეუთანხმდა აღნიშნული თათბირების დროს. გდდ-ს დირექტორი უთითებს, რომ რამდენჯერმე მინისტრის მოადგილეებიც გავიდნენ ველზე და ადგილზე გაეცნენ სიტუაციას.

იგი უთითებს, რომ 23:30 საათზე, როცა პოლიციელების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას დაემუქრა საფრთხე, მან რაციით გადასცა ინფორმაცია მოადგილეებს და მინისტრის თანხმობით მიიღო გაზის გამოყენების ბრძანება. მან ბრძანება ჩაშალა თავის დაქვემდებარებულ მეთაურებზე და გასცა ბრძანება, მეთოფეებს აეღოთ თოფები და დაეწყოთ გაზის გასროლა. იგი უთითებს, რომ შეიტყო, რომ ზოგმა მეთოფემ საკუთარი ინიციატივით გამოიყენა რეზინის ჭურვები, მაგრამ არ ახსოვს თუ ვისგან გაიგო ეს ინფორმაცია. უთითებს, რომ რეზინის ჭურვების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუცია. პირადად რეზინის ჭურვების გასროლას არ შესწრებია, თუმცა ხელმძღვანელობას აცნობა, რომ მეთოფეებმა რეზინის ჭურვები ისროლეს კანონის შესაბამისად, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით. იგი აცხადებს, რომ რეზინის ჭურვების გამოყენების შესახებ მალევე აცნობა მინისტრს და მოადგილეებს, თუმცა პირადად გადასცა ეს ინფორმაცია ხელმძღვანელებს თუ რაციით, ასევე არ ახსოვს.

ეს არის ინფორმაცია, რომელიც სიტყვა-სიტყვით არის გაწერილი სახალხო დამცველის ანგარიშში.

შეგახსენებთ, 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის სპიკერის სავარძელში სერგეი გავრილოვის აღმოჩენამ სახალხო მღელვარება გამოიწვია. პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის მიმართ გამოყენებული იყო რეზინის ტყვიები, რის გამოც დღეს ძალიან ბევრი დაზარალებულია, მათ შორის არიან ისეთები, რომლებმაც თვალი დაკარგეს. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტის სპიკერის ირაკლი კობახიძის სავარძელი შეეწირა.

წყარო
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება კადრები ავტომობილების კოლონა თბილისისკენ მოემართება (იხ.ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება კადრები ავტომობილების კოლონა თბილისისკენ მოემართება (იხ.ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე