„ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით ჩვენი საგარეო პოლიტიკის აბსოლუტურად მშვიდობიან ხასიათს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით იმას, რომ ყველა ქმედება, რომელსაც ვაფასებთ, როგორც არამეგობრულს, მტრულს, არასდროს დარჩება უპასუხოდ“,- აღნიშნა მან.ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას უცხო ქვეყნების არაკეთილგანწყობილ ქმედებებზე გავლენის ზომების გამოყენების შესახებ. რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, შეზღუდოს და საჭიროების შემთხვევაში, აკრძალოს, რუსებთან შრომითი ხელშეკრულებების დადება დიპლომატიური მისიებისა და საკონსულო დაწესებულებების, სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლობებისა და უცხო სახელმწიფოების სამთავრობო უწყებების მიერ, რომლებიც არაკეთილსინდისიერ ქმედებებს ახორციელებენ რუსეთის ფედერაციის მიმართ. სახელმწიფოს მეთაურმა დაავალა მთავრობას „განსაზღვროს არაკეთილსინდისიერი უცხო სახელმწიფოების სია, რომელთა მიმართებაშიც გამოიყენება გავლენის ზომები“.