მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ – ევროსასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო. საქმე სააკაშვილისთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებს ეხება. ევროპულმა სასამართლომ უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა ადგილი კონვენციური მუხლების დარღვევას სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენების დროს. ევროსასამართლოს კითხვები არის სრულიად არაორაზროვანი, ძალიან ნათელი და კონკრეტული,მიუხედავად იმისა როდის რას გადაწყვეტს სასამართლო, მე საქართველოში ჩამოვალ, დარმწუნებული ვარ სამართალი იპოვის გზას, მაგრამ საქართველოში სხვა სიტუაციაა საზოგადოებამ დროზე უნდა მოაგვაროს პრობლემა დაუბრუნდეს დემოკრატიას და მე ამაში მივიღებ მონაწილეობას, არ ვაპირებ ბევრი დროის მიცემას, მე მაქვს დაგეგმილი აქტიურად”, – ამბობს სააკაშვილი.