მისივე თქმით, „ოცნებამ“ არჩევნები მოიპარა, მაგრამ შემდეგ, ჩაერივნენ ევროპელები და შეთანხმებას მიაღწიეს.
„ეს შეთანხმება სრულყოფილებამდე ძალიან შორსაა, მაგრამ ხსნის რეფერენდუმის საკითხს, პრაქტიკულად, ხელისუფლების ცვლილებას ამ წლის შემოდგომაზე. ამიტომ, მგონია, რომ პირადად მე და ჩემი პოლიტიკური ძალა მოვემზადებით, ბოლომდე მივიყვანთ საქმეს და არ ვაპირებთ, მათ ქვეყნის განადგურების უფლება მივცეთ“, - ამბობს სააკაშვილი.
ამასთან, სააკაშვილი ამბობს, რომ „ოცნება“ მას შესაძლოა, ისე მოექცეს, როგორც კრემლი ალექსეი ნავალნის ექცევა.
„კი, მაგრამ რუსეთისგან განსხვავებით ქართველი ხალხი საკმარისადაა მობილიზებული. უბრალოდ, გასაგიჟებელი მხარდაჭერა მაქვს. ნავალნის მე რეალურად გმირად ვთვლი. ჯერ ასეთი მხარდაჭერა რუსეთში არ არის, მაგრამ ასეთი მხარდაჭერა მოვა თუ ის გადარჩება“, - ამბობს სააკაშვილი.