ამჯერად გავრცელებული ინფორმაციით კი, შესაძლოა, აჩი არველაძეს გახარია თბილისის მერობის კანდიდატად განიხილავდეს. "ტვპირველი“ აღნიშნულ საკითხზე აჩის კომენტარს აქვეყნებს;
"თქვენ როგორ ფიქრობთ?! - ახლა, 50 წლის ასაკში... არ მიფიქრია მაგაზე. არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით საერთოდ, არ ყოფილა ეგეთი საუბარი. აქედან გამომდინარე, არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ მაგ თემაზე ვაკეთო კომენტარები“, - ამბობს არველაძე.