ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებში ვაქცინაციის გაკეთების მოტივაციის გაზრდის მიზნით, წამახალისებელ ღონისძიებებს მიმართოს.კითხვას - ხომ არ იგეგმება რაიმე წამახალისებელი ინსტრუმენტების გამოყენება, მაგალითად როგორც სერბეთში, სადაც ჟურნალისტის თქმით, მოქალაქეებს აცრის გაკეთებაში 25 ევროს უხდიან, ტიკარაძემ ასე უპასუხა:
"სხვადასხვა ინსტრუმენტები გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან. ამ ღონისძიებებს ვაკვირდებით და ასევე ვაკვირდებით მათ ეფექტურობასაც. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ჩვენ მსგავს ხერხსაც მივმართოთ - თუმცა იქნება ეს 25 ევრო, ლარი თუ რამე სხვა წამახალისებელი ღონისძიება ჩვენი მოქალაქეებისთვის, საბჭომ ერთობლივად უნდა მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.