ნიკა გვარამიას სკანდალური განცხადება - ეს უკვე მეტისმეტია! რა შეემთხვა მას?
"
სახელმწიფო მწვანე შუქს უნთებს თავდამსხმელებს და აქეზებს, იმოქმედონ ისე, როგორც მოქმედებენ" - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მეუფე ანტონის მხრიდან არხის ჟურნალისტზე, ირაკლი ვაჩიბერაძეზე თავდასხმაზე საუბრობს.
გუშინდელი შემთხვევა არის კიდევ ერთი სიმპტომი იმისა, რომ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით წინასაარჩევნო კამპანიაში და არჩევნების შემდგომ გახშირებული თავდასხმები ჩვენი არხის ჟურნალისტებზე და მათ საქმიანობაში ხელშეშლა, არის არა ეპიზოდური შემთხვევები, არამედ ერთი აწყობილი მძივი, რაღაცა ჯაჭვი მოვლენების, რომელიც ვითარდება და რომელიც დაგეგმილია... იმიტომ რომ, შეუძლებელია, რომ ერთი კონკრეტული არხის, რომელიც ნამდვილად ყველაზე კრიტიკული და ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური არხია, წინააღმდეგ, მუდმივად იყოს კონკრეტული პრობლემა და მუდმივად ამ პრობლემაზე სახელმწიფოს მხრიდან იყოს პასუხი, რომ პრობლემა არ არსებობს, ან საერთოდ არ იყოს პასუხი..
სახელმწიფო ამით მწვანე შუქს უნთებს ამ თავდასხმებს და შესაბამისად, აქეზებს თავდამსხმელებს, რომ იმოქმედონ ისე, როგორც მოქმედებენ.. საპატრიარქოს პოზიცია კრიტიკას ვერ უძლებს, მაგრამ მე მათგან ვერაფერს ვერ მოვითხოვ, ის არ არის ჩემს წინაშე ანგარიშვალდებული, მე ვითხოვ სახელმწიფოსგან, რომელიც არ იძიებს და არ სჯის. აი ეს არის მთავარი წამქეზებელი და მთავარი ორგანიზატორი, - ამბობს ნიკა გვარამია.