ვნახოთ, რა ქმედებები განახორციელა თურქეთმა ბოლო წლებში
? დაიწყეს ოსმალეთის იმპერიის აღდგენის პროცესი. გამოაცხადეს პრეტენზიები საბერძნეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, სირიის, ერაყის, საქართველოს, სომხეთის მიწებზე. განაცხადეს, რომ ეს ტერიტორიები მათი იყო და მოვა დრო როცა მშვიდობიანად ისევ დაიბრუნებენ.
? გააუქმეს სეკულარიზმი და სახელმწიფოში წამყვანი როლი ისევ ისლამმა დაიკავა.
? ზრდიან ნაციონალისტური და იმპერიალისტური იდეოლოგიით ევროპაში მცხოვრებ თურქებს. ვენის მეჩეთში სათამაშო იარაღიან თურქ ბავშვებს დაადგმევინეს ვენის ალყის რეკონსტრუქცია, რის გამოც ავსტრიის ხელისუფლებამ მათი თურქეთიდან დაფინანსება აკრძალა.
? შეიჭრნენ ჩრდილოეთ სირიაში და მოახდინეს მისი ოკუპაცია.
? ხელს უწყობენ მოსაზღვრე რეგიონებში, მათ შორის აჭარაშიც თურქული მოსახლეობის გაზრდას.
? აია სოფია გადააკეთეს მეჩეთად. დაიწყეს ქრისტიანული ტაძრების ნგრევა.
? შეიჭრნენ საბერძნეთის საზღვაო აკვატორიაში და ომის გამოცხადებით დაემუქრნენ საბერძნეთს.
? ერდოღანმა ბრძანება მისცა მის გენერლებს, ჩაძირონ ბერძნული გემი, ან ჩამოაგდონ მათი თვითმფრინავი და მოახდინონ ომის პროვოცირება.