მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მისი და მიხეილ სააკაშვილის ხედვები შეჯერდეს.
“გვაქვს უამრავი ხაფანგი დაგებული, ქვეყნის შიგნით და გარეთ, ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული, რომ მე და მიხეილ სააკაშვილს შორის არ იყოს ნორმალური ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, მე და სააკაშვილი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არათუ ნორმალიზებული იყოს ურთიერთობა, არამედ ბრძოლის მორევში ვიყოთ ერთად ურთიერთგაგებით და შეთანხმებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხედვები და პოზიციები შეჯერდეს და ოპტიმალური პოზიციით მოხდეს ბრძოლის გაგრძელება ოლიგარქის წინააღმდეგ”, – ამბობს ნიკა მელია.
ცნობისთვის, დღეს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თანაგუნდელებთან ერთად უკრაინაში სააკაშვილთან შესახვედრად გაემგზავრა.