ყველას ნახვა

ვრცელდება სკანდალური განცხადება - "გული მწყდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთი მსხვერპლია იმ არასწორი პოლიტიკის..."

ვრცელდება სკანდალური განცხადება  - "გული მწყდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთი მსხვერპლია იმ არასწორი პოლიტიკის..."
გული მწყდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთი მსხვერპლია იმ არასწორი პოლიტიკის, რომელიც ქვეყანაში ბოლო წლები მყარდებოდა"
პოლიტიკოსი, ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აქტიურად ადევნებს თვალ. ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მას და ქართველ ხალხს იმედები გაუცრუა. მმართველ გუნდს ბევრ რამეში ადანაშაულებს და ფიქრობს, რომ მალე ისინი ხელისუფლებიდან წავლენ. როგორც თავად ამბობს, უკვე გამოჩნდა მისთვის მისაღები ძალა, რომელთანაც ის თანამშრომლობას აპირებს.

ხათუნა ხოფერია:
- ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ერთადერთი შემიძლია


ვთქვა - ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. რაიონიდან ჩამოსულმა მეგობარმა მითხრა, ისეთი შეგრძნება მაქვს, მგონია, ბავშვთა სახლში ვარ და იმიტომ, რომ პატრონი არ მყავს, ცუდად მექცევიანო. ასეთი განცდაა დღეს ჩვეულებრივ ადამიანებში. პოლიტიკური სივრცე ქაოსმა მოიცვა, ეს ეხება ოპოზიციასაც და მმართველ პოლიტიკურ ძალასაც. ამაში დამნაშავე კი მმართველი 
პოლიტიკური ძალაა. ხელისუფლების მხრიდან როგორც კი ხდება მართვის სადავეების მიშვება, როდესაც თავს იჩენს არაკომპეტენცია და ხელისუფლება მყარად დგება ოპორტუნიზმის გზაზე, ამას მოყვება არაადეკვატური ნაბიჯები ოპოზიციის მხრიდან, უკანონოდ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა და უამრავი ასეთი რამ. პრაქტიკულად, სახელისუფლებო მმართველი პოლიტიკური ძალის დაშლა ხდება, პარალელურად, იშლება ოპოზიციის ძირითადი ბირთვი, რასაც "ნაცმოძრაობა" ჰქვია. ამაში დამნაშავე, პირველ რიგში, ხელისუფლებაა, რომელმაც ვერ შეძლო პროცესების სწორი ანალიზის გაკეთება, მართვა და საერთაშორისო ურთიერთობების დალაგება, რომელიც საჭიროა, ზოგადად, საერთაშორისო, საგარეო ოჯახში ადგილის დასამკვიდრებლად. დავკარგეთ ბუნებრივი მოცემულობა და ადგილი კავკასიაში.

"ქართულ ოცნებაში" რაც ხდება, იმას ჩვენ ძალიან მსუბუქ ფორმაში ვხედავთ, მაგრამ, რეალურად, ძალიან დაძაბულობაა პარტიაში, ბევრ ჯგუფად დაიყო და გადარჩენისთვის მიდის ბრძოლა. გავრცელებულია ფრაზა, ბიძინა ივანიშვილი წავიდა და დატოვა კობახიძე. კობახიძემ დაიტოვა ხელისუფლება ივანიშვილის წასვლის შემდეგ და სცადა, გაეტარებინა თავისი პოლიტიკა ბოლომდე, რაც შარლ მიშელის სამარცხვინო დოკუმენტით დამთავრდა, რასაც შეიძლება დავარქვათ სუვერენიტეტის დაკარგვის დოკუმენტი. კობახიძე- მდინარაძის გუნდის ასოციალურობის გამო მოხდა ეს, ისინი ხალხთან ვერ კონტაქტობენ, გუნდი შიგნით ძალიან სერიოზულად ჩამოიშალა. არაფერს ვამბობ გიორგი გახარიაზე, რომელსაც არჩევანიც კი არ დაუტოვეს, იძულებული გახდა, წასულიყო. თუ დაიჭერდა მელიას, მაინც მოუწევდა წასვლა, საერთაშორისო, ასევე - "ენჯეოების" და თავად "ოცნების" ლიდერების მხრიდან ზეწოლა იქნებოდა, უბრალოდ, გახარიამ გადაწყვიტა, არ დაეჭირა ნიკა მელია, არ გადაედგა ეს იდიოტური ნაბიჯი და უფრო სუფთად წასულიყო. არ ვიცი, რამდენად უნიჭო და არაადამიანი უნდა იყო, კახი კახიშვილი, ამხელა გამოცდილების მქონე, ასეთი კარგი ადამიანი ისე გაამწარო, რომ თქვას, მე შეიძლება ფრაქცია დავტოვო იმის გამო, რომ არავინ არაფერს მეკითხება და მე ვერ შევასრულებ სხვის მიღებულ გადაწყვეტილებებსო. ახლა ყრილობა არის მოახლოებული და კობახიძეს უნდა შეინარჩუნოს პოლიტსაბჭო, თანამდებობა და ამ ლეგიტიმაციის შემდეგ, ალბათ, ექნება პრეტენზია, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი აირჩიოს და "ნაციონალებთან" ერთად მინისტრთა კაბინეტი აირჩიოს, ანუ მთლიანად გადავიდნენ ვია კოალიციურ მმართველობაში. ნელ-ნელა მივდივართ კოალიციური მმართველობისკენ მაშინ, როცა გამარჯვებული პოლიტიკური ძალა იყო, შევიდა უმრავლესობით პარლამენტში და ვერ ახერხებს, თავისი პოლიტიკა გაატაროს ქვეყანაში, აიღოს ყველაფერზე პასუხისმგებლობა, რაც ქვეყანაში მოხდება მისი მმართველობის დროს. უცებ გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას ათქმევინა უარი ოპოზიციამ, რომელმაც წააგო არჩევნები და რომელიც საზოგადოებისთვის არის სრულიად მიუღებელი. სისხლის სამართლის დამნაშავეა "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან აკეთებენ კოალიციურ მთავრობას.

ვფიქრობ, კახა კალაძეც ელოდება იმ მომენტს, როდესაც მოხდება პარტიაში ძალების გადანაწილება, შეძლოს ეს ძალები თავისკენ მოიზიდოს. თავისი ხალხი მას პარლამენტშიც ჰყავს, მხარდამჭერებიც ჰყავს, დედაქალაქის ადმინისტრაციის რესურსიც მისია და კალაძე არ არის მსუბუქი პოლიტიკური ძალა, ალბათ, ის ეცდება, გადმოქაჩოს თავისკენ სახელისუფლებო პოლიტიკური ბერკეტები. ანალოგიურად იმოძრავებს, ალბათ, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც, ასევე, ექნება მცდელობა, თანამოაზრეები შეკრიბოს. თუმცა არ ვიცი, პოლიტსაბჭოში რამდენად აქვს გავლენა მას. გული მწყდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთი მსხვერპლია იმ არასწორი პოლიტიკის, რომელიც ქვეყანაში ბოლო წლები მყარდებოდა. ირაკლის ამის დეკლარირება არ გაუკეთებია, მაგრამ მან გააჟღერა ეროვნული კონცეფციის იდეა და ვთვლი, რომ ირაკლი არის პატრიოტი, კონსერვატორი და მისი ცხოვრების წესიც ასეთივეა, შესაბამისად, ვერანაირად ვერ მოძოვს მდინარაძე-კობახიძესთან ერთად, რომლებმაც ქვეყანა, პოლიტიკა, ქართველი ხალხი შესწირეს ფსევდოლიბერალების ბატონობას და სუვერენიტეტი გადააბარეს ევროპულ ჯგუფს, რომელიც ანალოგიურს აკეთებს თავის ქვეყანაში.

განაგრძეთ კითხვა 
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება კადრები ავტომობილების კოლონა თბილისისკენ მოემართება (იხ.ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება კადრები ავტომობილების კოლონა თბილისისკენ მოემართება (იხ.ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე