ის, რომ ირაკლი ღარიბაშილმა რიჟვაძეს თვალი ხელმეორედ გაპრემიერების წუთიდან დაადგა, ახალი არ არის. არც ის არის ახალი, თუ რატომ ვერ იტანს ღარიბაშვილი რიჟვაძეს - ბავშვმაც კი იცის, რომ რიჟვაძე თბილისის მერის კახა კალაძის და პარლამენტის ექსთავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თანამზრახველია. ღარიბაშვილ-კალაძის ანტაგონიზმს კი მრავალწლიანი ისტორია აქვს. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ღარიბაშვილმა, როგორც CNews-ის სამთავრობო წყაროები იუწყებიან, რიჟვაძეს ჯერ კიდევ ერთი თვის თუ თვეახევრის წინ შეუთვალა, რომ გადამდგარიყო და თუ ამას ნებით არ გააკეთბდა, მაშინ თავად გადააყენებდა. მაშინაც, როგორც ირკვევა, რიჟვაძე წასასვლელად მოემზადა, მაგრამ მოულოდენლად პრემიერი აჭარაში ჩავიდა, ავტონომიის მეთაურს შეხვდა და განცხადებაც გააკეთა, რიჟვაძე არსად მიდისო, მაგრამ პოლიტიკური წუთისოფელი რეალურზე მუხთალია. შესაბამისად, რამდენიმე დღის წინ, როგორც CNews-ს სამთავრობო წყარო უყვება, აჭარის ლიდერის მოხსნის საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგა.
„ამჯერად, საქმეში თავად ბიძინა ივანიშვილიც ჩერთო, ანუ „სხადნიაკი“ შეკვეთილში მოეწყო, რომელზეც რიჟვაძეც დაიბარეს, ბევრი კითხვა დაუსვეს და, ბოლოს, გარკვეული გამოსაცდელი ვადა მისცეს. ამიტომ, 20 მაისს რიჟვაძე აღარ გადადგება“, - ამბობს CNews-ის წყარო „ოცნებიდან“.
რიჟვაძის გადაყენება თავდ რიჟვაძეს კი არა, ყველაზე ძალიან, ალბათ, თბილისის მერს არ ესიამოვნება, რადგან იმ შემთხვევაში, თუ კალაძემ „ოცნების“ დატოვება და დამოუკდიებელი პოლიტიკური თამაშის დაწყება გადაწყვიტა, მაშინ აჭარა, რიჟვაძის მეთაურობის შემთხვევაში, შესაძლოა, მისი ერთ-ერთი მთვარი დასაყრდენი იყოს, თუმცა ის, რომ კალაძე „ოცნებას“ დატოვებს, ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.