- ამ თემაზე საუბარს ვერიდები, არ მინდა, საზოგადოებამ ჩემი აქტიურობა სხვაგვარად აღიქვას. ხელისუფლებამ ხომ უკვე დამაბრალა, თითქოს საკუთარ ბიზნესს ვლობირებდი. სინამდვილეში, ჩემს გუნდთან ერთად უზარმაზარი ინვესტიცია მოვიზიდე საქვეყნო საქმისთვის. საერთაშორისო დონის ინვესტორებმა იმხელა ნდობა გამომიცხადეს, რომ რუსული საოკუპაციო არმიიდან 4 კილომეტრში პორტის მშენებლობაში ჩადეს ფული. მათ ნდობას აუცილებლად გავამართლებ.
დადგება დრო და ყველა გაიგებს, როგორ ჩაშალეს ივანიშვილის დავალებით საუკუნის პროექტი! ანაკლიას მაინც ავაშენებთ - ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია.
წყარო კვირის პალიტრა