„სააკაშვილს ვიცე-პრემიერად დანიშვნისთვის საკმარისი ხმები აქვს, თუმცა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სააკაშვილი საფუძვლიან კონსულტაციებს გადიოდა პრეზიდენტთან და ისინი თანამშრომლობის განსხვავებულ ფორმატზე შეთანხმდნენ, კერძოდ, ახალ თანამდებობაზე“, – განაცხადა არახამიამ.
დეპუტატის განცხადებით, სააკაშვილის ახალ შესაძლო თანამდებობაზე განცხადება დღეს ან მომდევნო კვირის დასაწყისში გაკეთდება.