„თუ ამნისტიაზე ვსაუბრობთ,- თვალებისდამთხრელების ამნისტიაზე, თუ დიდ ამნისტიაზე მივდივართ, რატომ არ უნდა შეეხოს ამნისტია საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ყველა პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეს? მოვთხოვოთ ამ მთავრობას პირადად ღარიბაშვილს, რა კანონით და სამართლით მოქმედებს ან ერთი, ან მეორე მხარე?“
თაკო ჩარკვიანი,
პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე;
ტვ „მთავარი არხის გადაცემაში „დღის სტუმარი“.
მე ვეთანხმები იმას, სტრასბური რომ მოიგო საქართველომ, რის გამოც სააკაშვილს ბრალს უყენებდა ხელისუფლება, ეს სასწრაფოდ უნდა იყოს გამოყენებული ქვეყნისთვის. ყოფილი პრეზიდენტის მიმართ სამართლებრივი და პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საკითხი უნდა დადგეს. მის პოლიტიკურ პარტიას არ ეგონოს, რომ მხოლოდ მისი გადასაწყვეტია ეს. ქვეყნის პრეზიდენტი იყო ის და ჩემი ქვეყნის პრესტიჟის საქმეა ეს. მე შევთავაზე, გაჩუმებული რომ ხართ და საკითხი არ დაგიყენებიათ, რატომ არ აყენებთ ამ საკითხს-მეთქი. იმწუთშივე იყო, თქვენ გინდათ, პრეზიდენტად მოაბრუნოთო? – ვინ გკითხათ ეს?
– არის ხოლმე ასეთი პოზიციები. ეს ხალხის გადასაწყვეტია და არა ჩემი. შესაძლოა, სულ არ აბრუნებს ხალხი, შესაძლოა – კი.