– გახარია საერთოდ დაარტყამს ივანიშვილს?
– ვერ გეტყვით. ვიტყვი ერთს, რომ დღეს გახარიას რეიტინგი არის ჰიპოთეტური. მას აქვს ძალიან მაღალი რეიტინგი, მაგრამ ეს არის პირობითი. ხალხი ვარაუდობს, რომ ის იქნება ადამიანი, რომელიც ქვეყანას მოაცილებს სააკაშვილსაც და ივანიშვილსაც. სწორედ ამის გამო აქვს ძალიან მაღალი რეიტინგი.
– და შესაძლოა ეს რეიტინგი გაუფრინდეს ხელიდან?
– რა თქმა უნდა. როგორც კი გახარია გამოვა და იტყვის, რომ ის არის კობახიძის ოპოზიცია და არა – ივანიშვილის, იქ ჩამოვა ნულზე ყველაფერი.
2001 წლიდან 2003 წლამდე ჟვანია შევარდნაძეს ბოლომდე არ ურტყამდა და მეორეხარისხოვან პერსონებს უპირისპირდებოდა. ხოლო სააკაშვილი გამოვიდა და თქვა, რომ შევარდნაძე არის ნაგავი და ეს ნაგავი უნდა გავიტანოთ ქვეყნიდან. ვინ მოიგო ამით, ხომ ვნახეთ?!
– ანუ ღიად უნდა დაარტყას?
– რა თქმა უნდა! კობახიძე არის ცუდი ბიჭი და ბიძინა არის კარგი ბიჭი, ეგ რეიტინგს არ დადებს, ეგ რეიტინგს გააქრობს.
კახა კუკავა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას გახარია ძალიან აგვიანებს