მან ხაზი გაუსვა, რომ დღეს “ქართული ოცნება” ისეთი შეკრული გუნდია, როგორც არასდროს არ ყოფილა.
“ნაციონალური მოძრაობის შიგნით არის აბსოლუტური ქაოსი. ახლა ნახეთ რაც მოხდა ხომ, დაიბარეს მელია, სააკაშვილმა ძალიან მკაცრი ლექციები წაუკითხა და გამოუშვეს.
დღეს ყველაზე მეტად შეკრული გუნდია “ქართულ ოცნება”. ყველა ლიდერს, ჩვენ ყველას გვაქვს აბსოლუტურად ნათლად განსაზღვრული ჩვენი უფლებები, ფუნქციები და გვაქვს სრული ერთსულოვნება. ძალიან შეკრული გუნდი ვართ , ისეთი, როგორც არასდროს არ ყოფილა”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე უპასუხა შეკითხვას, რომელიც გიორგი გახარიას ეხებოდა და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანის ქმედებას მიეცემა შესაბამისი განმარტება და შეფასება, ყველას და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი.