ველაზე მეტად მე მერჩიან. "ნაციონალები" ბოლო დროს ბიძინა ივანიშვილზე მეტად მე მებრძვიან. ჯერ ხომ ამომიჩემეს, ჩხარტიშვილის სიძე ხარო.
ეს ტელევიზიითაც განვაცხადე და კიდევ ერთხელ ვიტყვი - ცოლი მიყვარს და არ ვაპირებ მასთან გაყრას იმიტომ, რომ მისი ბიძა ჩხარტიშვილია. ჯვარედინ ცეცხლში მომაქციეს "ოცნებამ" და "ნაცმოძრაობამ". ორპოლუსიანი დიქოტომია ინგრევა. ორივე ძალა გაბოროტებულია და ჯავრს ჩემზე იყრის.
"ნაცმოძრაობა" კი მატყუარა, გადამგდები პოლიტიკური ძალაა. ეს ყველა პოლიტიკურმა პარტნიორმა შეამჩნია. შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დროს როგორ ჩაშალეს საერთო ოპოზიციური კანდიდატების შეთანხმება რეგიონებში. გააგრძელეს ჩემთვის ცეცხლის გახსნა და მცდარი მესიჯების გახმაურება. ამიტომაც ვთქვი, "ნაცმოძრაობის" კანდიდატს მხარს არ დავუჭერ-მეთქი. ნიკა მელია არაფერი შუაშია. სულაც დიმიტრი გელოვანი რომ იყოს "ნაცმოძრაობის" კანდიდატი, მაინც დამარცხდება. "ოცნებას" "ნაცმოძრაობა" ვერ დაამარცხებს! საჭიროა მესამე ძალა.