ყველას ნახვა

სასწრაფოდ: ყველასათვის მოულოდნელი ინფორმაცია, რომელიც აქამდე არსად გინახავთ მიხეილ სააკაშვილსა და სანდრა რულოვსთან დაკავშირებით...

სასწრაფოდ: ყველასათვის მოულოდნელი ინფორმაცია, რომელიც აქამდე არსად გინახავთ მიხეილ სააკაშვილსა და სანდრა რულოვსთან დაკავშირებით...
"ნაცმოძრაობის" ლიდერი არის არა სააკაშვილი, არამედ რულოვსი. ასე იყო 9-წლიანი რეჟიმის დროსაც. სანდრა მესიჯბოქსებს გასცემდა, სააკაშვილი კი ძალიან კარგი შემსრულებელი იყო", - "პალიტრანიუსის" ეთერში ამ გადაცემის შემდეგ "კვირის პალიტრა" ამ სიტყვების ავტორს, ლალი მოროშკინას დაუკავშირდა:- ჩემი წიგნი "მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი", რომლის დაბე­ჭდვაც­ "პალიტრა L"-მა­ 2009 წელს გაბედა,ბესტსელერი გახდა. შემდეგ გერმანულ და რუსულ ენებზეც ითარგმნა და გამოიცა. 2009 წელს გახდა ლიდერი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. სხვათა შორის, სააკაშვილმა წელს თავის ინტერვიუში აღნიშნა, მოროშკინას წიგნი დიდი ხანია უკვე ფრანკფურტშია, სანდრასი კი ახლა გამოჩნდაო. 10 წლის შემდეგ წიგნი კიდევ პოპულარულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ტყუილი არ გიწერია და მკითხველს შეუძლია დაეყრდნოს იქ მოყვანილ ფაქტებს.

სწორედ ამ წიგნში მოყვანილი მაქვს ბევრი ფაქტი, რომ თავიდათავი იყო სანდრა, სააკაშვილი კი კარგი სამუშაო­ პარტნიორი, ძალიან ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმი­ე­რ იდეას ხორცი შეასხას. 2003 წლის "ვარდების რევოლუციას" ჰყავდა თავისი ავტორები, სააკაშვილი შემსრულებელი იყო­. მაშინ ვამბობდი­ კიდეც, რომ ქვეყანას პირველი ლედი კი არა, პირველი მისტერი ჰყავს სააკაშვილის სახით და არავითარი პრეზიდენტი-მეთქი. დღეს ყველამ დაინახა, თუნდაც ზუგდიდის ინციდენტით, რომ დიახ, სანდრა იყო შემოქმედი ყველა ბოროტების, ყველა­ იმ დაგეგმილი პროვოკაციის, რაც საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოს ციხეებში ხდებოდა. სანდრა ჩვეულებრივი ავანტიურისტია და ის არჩევნებში ცესკოს კანდიდატად არ უნდა დაერეგისტრირებინა, რადგან მასთან შეკითხვები აქვს პროკურატურას. სანდრა "ნაციონალების" მმართველობის წლებში კურირებდა სამედიცინო სფეროს, მაშინ ძალიან ბევრი პატიმრის გვამი გაფატრული, შინაგანი ორგანოების გარეშე მიიღეს ჭირისუფლებმა. ეს არის კითხვა, რომელზეც მე, ლალი მოროშკინას, საზოგადოებასთან ერთად მჭირდება პასუხი და ჯერ ვერ მივიღეთ.

- სად დაისვა ეს კითხვა? ეს ვერსია ყველას მოსმენილი გვაქვს, თუმცა არაოფიცი­ალურ დონეზე.
- მე, როგორც მაშინდელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს, ციხიდან გაგზავნილი მაქვს არაერთი­ ხელმოწერილი აქტი და საჩივარი, თუმცა­ დღემდე თაროზეა შემოდებული. ძალიან ბევრი პატიმარი ამბ­ო­ბდა, რომ მივიდა სანდრა­ ასეთი და ასეთი­ მანქანით და გაიტანეს თუთიის ყუთ­ებით ეს და ეს. ეს ყველაფერი წარდგენილი მქონდა პროკურატურისთვის, მაგრამ...

- რის საფუძველზე ამბობთ, რომ რეალურად სანდრა რულოვსი იყო მმართველი და სააკაშვილი "პირველი მისტერი"?
- ამას ვამბობ ჩემი პირადი ურთიერთობების საფუძველზე. ძალიან ბევრი ვიცი, სანდრას არ ვუსურვებ, რომ მომინდეს ყველაფრის გახსენება...

- ცოტა მუქარაა, ხომ?
- რატომაც არა. მე გაცილებით მეტი შემიძლია გავიხსენო მასზე, ვიდრე ის გაიხსენებს ჩემზე, და მასზე გახსენებული­ ამბავი გაცილებით მეტად გაუფუჭებს მას ცხოვრებას, ვიდრე მე. მან ეს კარგად იცის და ამიტომაც მთელი ეს წლები თავს მარიდებს.

მინდა გითხრათ, რომ ჩემი სკოლის დროინდელი მეგობარი მიშა მსხვერპლია! ადამიანურად მაინც მიყვარს, რადგან ის მთელი ეს წლები არსებობდა. სულ ვამბობ, მიშა რომ ჩაჯდეს ციხეში და მოინანიოს, რაღაც პერიოდის შემდეგ გმირად გამოვა. მას აქვს უფლება­ იყოს ბედნი­ერი­ - მოიყვანოს ის ქალი, რომელიც დღეს უყვარს, ის ქალი, რომელიც დღეს მას ეტრფის­ და ელოდება! ბოლომდე არ უნდა ჩაჰყვეს წუმპეში იმ უბედურების მორევს, რომელიც მის გარშემო­ ტრიალებს, იმ ადამიანებს, რომლებიც მას ბოროტებისკენ უბიძგებენ. მე ის გაცილებით მეტად მიყვარს, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიური ჰარაკირისკენ უბიძგებენ.

არსებობს ძველი ჩინური ანდაზა: "გაცილებით რთულია თამაშიდან გამოსვლა, ვიდ­რე თამაშში შესვლა".
მიშა ისეთ თამაშშია შესული, რომლიდან გამოსვლაც თამაშში შესვლაზე ბევრად ღირებულია. ბევრი­ შეეწირა პოლიტიკურ თამაშში შესვლასა და დარჩენას...

- რის საფუძველზე ამტკიცებთ, რომ სანდრა მთავარი შემოქმედია, მიშა კი შემსრულებელი...
- ყველამ იცის, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით და ამაზე აღარ შევჩერდები... მეგრული "დიდოუნანა" და ეს ყველაფერი სპეცსკოლების იაფფასიანი ხრიკებია. ამ მეთოდით მარტივად ხდება ისეთი ბანანის რესპუბლიკების დაპყრობა, როგორადაც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა მიიჩნია სანდრამ, მაგრამ ეს ქვეყანა ნამდვილად არ არის ბანანის - მიხარია, რომ მეგრელი ხალხი ბრძენი აღმოჩნდა, თუმცა მაინც დიდი ნაწილია მოქცეული სანდრას ვამპირულ-მისტიკურ-ჯადოქრულ წრეში. ერთი რამ კარგად ვიცი - მიშა ნაკლებად ტოქსიკურია, ვიდრე სანდრა და მისი მხარდამჭერები. ყველამ კარგად იცის, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგება, სანდრა გაიპარება ზუგდიდიდან, არანაირი იარაღის ხელში ამღები არ არის და მშვენივრად იცის, როგორც დაისჯება. არც დამკვეთებისგან აქვს მიღებული იმხელა მანდატი, რომ იარაღი აიღოს­ - გადასარევად იციან, იარ­აღი საქართველოში ვერ შემოვა...

- სააკაშვილისა და რულოვსის შესახებ რისი გახსენება შეგიძლიათ?
- ორივეს ჰქონდა თავისი პრივატული ცხოვრება, ცალ-ცალკე, და ეს ყველამ იცის თავისი სახელებით, გვარებითა და ადამიანური ტრაგედიებით.

- რუსულ ეთერში ამბობდით, სააკაშვილის­ ქალებზე საუბარი გადაჭარბებულია და ეს პიარტექნოლოგიის ნაწილი იყოო.
- რა თქმა უნდა, მიშას იმდენად კარგად ვიცნობ, ზუსტად ვიცი, ეს არ არის მიშას სახე. რუსულ ეთერში არასდროს მიჭორავია მის პირად ცხოვრებაზე, პირიქით, სულ ვამბო­ბდი, ეს გჭირდებათ თქვენ, რადგან, ალბათ, გინდათ გადაფაროთ რაღაცა უფრო სერიოზული-მეთქი.

არა ვარ მომხრე მის პორნოგრაფიულ აღვირახსნილობაზე საუბრის. უარესებს აკეთებენ, მაგრამ პასუხს არავინ სთხოვს. მე მიშასთან სხვა პრეტენზია მაქვს - ყოფილიყო აღვირახსნილი, მაგრამ არ ყოფილიყო გირგვლიანი; ყოფილიყო აღვირახსნილი, მაგრამ არ ყოფილიყო ამდენი დატყვევებული ბიზნესმენი; ყოფილიყო აღვირახსნილი, მაგრამ არ გადაეფორმებინათ ღამის 3 საათზე ბიზნესმენებს ქონება "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისთვის; ყოფილიყო აღვირახსნილი, მაგრამ საქართველოს ისტორიაში არ ყოფილიყო 8 აგვისტო...

- თქვენ სააკაშვილს ბავშვობიდან იცნობთ­, როგორი ბავშვი იყო?
- ნიჭიერი, ჭკვიანი, განებივრებული. ჩვენ ცნობილ და პრესტიჟულ სკოლაში - პირველ ექსპერიმენტულში ვსწავლობდით, სადაც ყველა ვიღაცის შვილი იყო. მერე ორივემ სწავლა ასევე ცნობილ 51-ე სკოლაში გავაგრძელეთ. მას ვერ გაუგეს სკოლელებმა, კლასელებმა, და ეს დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც მიშას ფსიქიკაში დიდ კომპლექსად ჩამოყალიბდა და სამწუხაროდ, გაჰყვა - გახსოვთ, ალბათ, მიშა მოვიდა თუ არა, 14 წლამდე დასწია არასრულწლოვნებისთვის სისხლის სამართლის დანაშაული, ეს მისი ბავშვობის ტკივილი იყო.

- რა იყო ამის მიზეზი?
- არ უნდოდა გაკვეთილებიდან გაპარვა, შატალოზე წასვლა, მოკლედ, არ იყო გუნდის წევრი. ბულინგი სასტიკი რამ არის და სკოლებში ყოველთვის არსებობდა.

- ანუ სააკაშვილი ბულინგის მსხვერპლი იყო?
- რა თქმა უნდა, 100%-ით მსხვერპლი! სამწუხაროდ, მათ შორის, ვისაც მIიშა არ მოსწონდა და მიაჩნდა, რომ უნდა დაებულინგებინა, ერთ-ერთი ჩემი ყოფილი ქმარიც იყო. დღეს ის ცოცხალი აღარ არის... სამაგიეროდ, მიშამ შემდეგში ყველაზე ჯავრი იყარა, ზუსტად ვიცი, პირველი სია, რომელიც დაიდო, ჩემი ყოფილი მეუღლით, ნუკრი ჩაგანავათი იწყებოდა.
მიშას წინააღმდეგ ბოლომდე ვიბრძოლე - 9 წელი ქუჩაში ვიდექი, თუმცა ყველაზე კარგ პირობებს მთავაზობდა... 2002-შიც შევხვდი მას, 2008-შიც, ჩემი სათქმელი ნათქვამი მაქვს, ჩემი სინდისი სუფთაა. მეთიუ ბრაიზასთან ერთად ჩვენი შეხვედრა 2008 წელს შედგა. მითხრა, შენ და შენნაირებს არ მოგინდათ ჩემ გვერდით დგომაო და მაშინაც ისევ ის გულნატკენი თინეიჯერი დავინახე, როგორც ოდესღაც, მე-8 კლასში.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება კადრები ავტომობილების კოლონა თბილისისკენ მოემართება (იხ.ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება კადრები ავტომობილების კოლონა თბილისისკენ მოემართება (იხ.ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე