ჟურნალისტმა სააკაშვილს კითხვა დაუსვა: თქვენ ხელში ავტომატს აიღებთ და უკრაინას დაიცავთ… და რუსებს ესვრით თუ დონეცკელებს? უკრაინელებს ესვრით?
სააკაშვილი: არა, ბოდიში. პირველ რიგში, საქმე ეხება უკრაინის დაცვას. ყოველი ჩვენგანი იპოვის ისეთ მეთოდს, როგორ დაიცვას ქვეყანა, უკრაინის სახელმწიფო, როგორ დაიცვას საკუთარი სახლი. კიდევ ერთხელ ვამბობ: მე დავიცავ ჩემს სახლს, თუ პუტინი ჩემს სახლთან მოვა. ჩემი სახლი კი ოდესაშია. მოვნახავთ მეთოდებს, თუ როგორ დავიცვათ საკუთარი სახლები. საერთოდ კი, რა თქმა უნდა, მე უფრო რეფორმების გატარებაზე, ქვეყნის რეფორმირებაზე ვფიქრობ… და არა მხოლოდ იმაზე, რომ ავტომატს ხელი ვტაცო და ვიღაცას ვესროლო… ეს, საერთოდ, ყველაზე კოშმარული სცენარია. ჩვენ რეფორმები უნდა გავატაროთ, რათა უკრაინის დემოკრატია საკუთარი ხალხის მტერი არ იყოს. ასევე უნდა ველოდოთ იმ მომენტსაც, როცა რუსი ხალხი, ბოლოსდაბოლოს, გადაწყვეტს, რომ საჭიროა დემოკრატიულ ქვეყანაში იცხოვროს. დემოკრატიული ქვეყანა კი სხვისი ტერიტორიის მიმტაცებელი არ უნდა იყოს. აი, მაშინ უკვე რუსეთში ცვლილებები განხორციელდება, ისინი სწრაფად დატოვებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს – საქართველოში აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს, უკრაინაში – ყირიმს და დონბასს, მოლდოვაში – დნესტრისპირეთს…