ახლა მე ვთხოვე სადაზვერვო სამსახურებს, გაორმაგდეს ძალისხმევა, შეაგროვონ და გააანალიზონ ინფორმაცია, რომელიც საბოლოო შედეგამდე მიგვიყვანს და 90 დღეში წარმომიდგინონ მოხსენება, - განაცხადა ბაიდენმა
- რას გულისხმობს თეორია ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის შესახებ?
აღნიშნული თეორიის მომხრეები შესაძლებლად მიიჩნევენ, რომ ვირუსი გავრცელდა ლაბორატორიიდან და ბაზარში მომუშავე ადამიანები დააინფიცირა.
მოსაზრება პანდემიის პირველივე ეტაპზე გაჩნდა და მის ფართოდ გავრცელებას აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც შეუწყო ხელი, რომელიც ამ თეორიას იზიარებდა და ჩინეთს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, ინფორმაციის დამალვაში სდებდა ბრალს. ზოგიერთები ვარაუდობდნენ, რომ საქმე გვქონდა შესაძლო ბიოლოგიურ იარაღთან.
მაშინ მედიის, პოლიტიკოსებისა და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენელთა დიდმა ნაწილმა მოსაზრება უარყო და მას "შეთქმულების თეორია" უწოდეს, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ზემოთ აღნიშნული მოსაზრება დასაშვებად მიაჩნდათ და ამბობდნენ, რომ ყოველივე შესწავლას საჭიროებდა,
აღსანიშნავია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ თავდაპირველად შეაჩერა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გამოძიება უხანის ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის შესახებ. გამოძიება მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის ბრძანებით მიმდინარეობდა.
ჩემთვის ეს თავიდანვე აშკარა იყო, მაგრამ როგორც ყოველთვის, მაშინაც საშინლად გამაკრიტიკეს, ახლა კი ამბობენ - "ის მართალი იყო" - უთხრა დონალდ ტრამპმა "ნიუ იორკ თაიმსს" საკითხის კომენტირებისას.
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამოძიების დასკვნა და 4 თეორია ვირუსის წარმოშობაზე
ესქპერტთა ჯგუფი მუშაობდა რამდენიმე თეორიაზე, რომელთა შორისაც ერთი ყველაზე სარწმუნოდ მიაჩნიდათ, ორი - შესაძლებლად, ხოლო ერთი "უკიდურესად ნაკლებ სავარაუდოდ".
- კვლევის თანახმად, კორონავირუსის ღამურებიდან ადამიანზე სხვა ცხოველის საშუალებით გადაცემა ყველაზე სარწმუნო სცენარია.
- ზოონოტიკური თეორია - აღნიშნული თეორიის მიხედვით, კორონავირუსი პირდაპირ ცხოველიდან, სავარაუდოდ, ღამურიდან გადავიდა ადამიანზე. აღნიშნულ თეორიაზე ჯანმოში ამბობენ, რომ ის "დასაშვებია."
- "გაყინული საკვები - ამ თეორიის თანამხად, SARS-CoV-2 შესაძლოა, ადამიანის ორგანიზმში მოხვდა გაყინული და უკვე საჭმელად არავარგისი საკვებით. ასე შესაძლოა, ვირუსი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილიყო ცხოველთან პირდაპირი შემხებლობის გარეშე. აღნიშნულ თეორიასაც მეცნიერები "შესაძლოს" უწოდებენ.
- ვირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების თეორია - ეს არის თეორია, რომელსაც აბსოლუტურად გამორიცხავენ და ჯანდაცვის ექსპერტები აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას აღარ აპირებენ.
აღსანიშნავია, რომ ჯანმომ გამოძიების შედეგები მიმდინარე წლის აპრილში გამოაქვეყნა, შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მასალებზე კი ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ცნობისთვის, კორონავირუსის გამოვლენის დღიდან ამ დრომდე, გლობალური მასშტაბით, კოვიდის 169,6 მილიონი შემთხვევაა აღწერილი, ვირუსს ჯამში 3,5 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.
წყარო:ambebi.ge BBC.com