4 თვის წინ მომხდარი ცემის ფაქტი პირველი და უკანასკნელი არ ყოფილა. პოლიციელებმა ალეკო ცაბაძეზე კიდევ ერთხელ რამდენიმე დღის წინ იძალადეს. გორი-ტყვიავის გზაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ცაბაძე ჩამსხმელ ოპერატორად მუშაობს, ტყვიავის პოლიციის თანამშრომლები გვიან ღამით მივიდნენ.
ძალადობის შემდეგ ალეკო ცაბაძეს ბრალი პოლიციელების დაუმორჩილებლობაში დასდეს და დააკავეს. სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა, თუმცა იქ მხოლოდ სამი პოლიციელი მივიდა- ალექსანდრე ოხანაშვილი, ვანო მაისურაძე და სერგო ჟამერაშვილი. რატომ არ ჩანს ის სამართალდამცველი ვინც ყველაზე აგრესიული იყო და უმიზეზოდ 26 წლის მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდა - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არავის სურს.
ალეკო ცაბაძემ მოსამართლეს ყველაფერი დეტალურად უამბო, თუმცა მის მონათხრობს სხვა ვერავინ დაადასტურებს. ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს. ერთადერთი მტკიცებულება ბენზინგასამართ სადგურზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერებია. მოსამართლემ პოლიციელებს სწორედ ამ ვიდეოების წარდგენა სთხოვა და ამ მიზეზით პროცესი გადადო, თუმცა ცაბაძის მტკიცებით, პოლიციელებმა ეს მტკიცებულებაც გააქრეს.
წყარო ვიდეო იხ აქ მთავარი არხი