ყველას ნახვა

რატომ დაბრუნდა ნაციონალური მოძრაობა საქართველოს პარლამენტში, იმიტომ, რომ ხელისუფლების დასაუფლებლად მზად არ არიან

რატომ დაბრუნდა ნაციონალური მოძრაობა  საქართველოს პარლამენტში, იმიტომ, რომ ხელისუფლების დასაუფლებლად მზად არ არიან
"იმ დროს, როცა ქართული ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერა და მათი დეპუტატები პარლამენტში დაბრუნდნენ, "ნაციონალები" ბოიკოტს არ წყვეტდნენ, პარტიის აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოს წინ, თბილისის ცენტრში, გაშლილ კარვებში ისხდნენ და პროტესტს აგრძელებდნენ. უფრო მეტიც - ისინი იმ ოპოზიციონერებს, იმ თანამოაზრეებს, რომლებთაც პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს, "ნაციონალებმა" "ივანიშვილის მონები" უწოდეს და ემუქრებოდნენ...

"ნაციონალებმა" პარლამენტის მიმართ დამოკიდებულება მაშინ შეიცვალეს, როცა ნიკანორ მელიას გირაო (ანუ "ვლადიმერ პუტინისათვის მისატანი ხარკი", ნიკა მელიას თქმით), დასავლურმა ორგანიზაციამ გადაიხადა. ამის შემდეგ "ნაცმოძრაობის" დამაარსებელმა, კიევში მცხოვრებმა მიხეილ სააკაშვილმა თანაპარტიელებს პარლამენტის ბოიკოტის შეწყვეტისაკენ მოუწოდა, რათა პარტიას საერთაშორისო მხარდაჭერა არ დაეკარგა: "ვიწყებთ ახალ ეტაპს ქართველი ხალხის თავისუფლებისთვისო", - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

ექსპერტების თქმით, ოპოზიციის პარლამენტში შესვლით საქართველოში პოლიტიკური კრიზისი არ დასრულებულა: "ამჯერად ოპოზიციას იმედი აქვს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში გაიმარჯვებს. მათი გათვლებით, მმართველი "ქართული ოცნება" ხმების 43%-ზე ნაკლებს მოაგროვებს, რაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდება. ამჯერად ამის შანსები არის, რადგან ხმის მიცემის პროცესს დასავლელი დამკვირვებლები გულმოდგინედ გააკონტროლებენ და, შესაბამისად, გაყალბების შესაძლებლობა ნაკლები იქნება", - ამბობს "იზვესტიასთან" საუბარში დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვლადიმერ ევსეევი, - "ამასთან, თუ ისევ "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, გამორიცხული არ არის, რომ ოპოზიცია ისევ ბოიკოტს გამოაცხადებს და კრიზისი განახლდება".

"ქართული ოცნების" პოპულარობა თანდათან ქვეითდება. გარდა ამისა, მოვლენებმა აჩვენა, რომ "ოცნება" ზეწოლას ვერ უძლებს და უკან იხევს, ანუ თუ მას შეუტევენ, იგი მზადაა, პოზიციები დათმოს. რასაკვირველია, არის საკითხები, რომელთა მიმართ "ქართულ ოცნებას" მტკიცე პოზიცია აქვს, მაგალითად, ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ თანხმდება ყოფილი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე. საინტერესოა, რომ ობიექტურად თუ ვიტყვით, თვითონ ოპოზიციასაც გამარჯვების თავი არ აქვს - "ნაცმოძრაობის" ელექტორატი 20-25%-ს შეადგენს. მათ შეუძლიათ "ოცნების" მთავრობას პრობლემები შეუქმნან, მაგრამ ხელისუფლების დასაუფლებლად მზად არ არიან", - ამბობს ვლადიმერ ევსეევი.

თავის მხრივ, როგორც რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ალექსანდრე სკაკოვი აღნიშნავს, საპროტესტო პოტენციალი ქართულ საზოგადოებაში დიდია: "ბოლო დროს ჩვენ საქართველოში მომხდარი საპროტესტო მიტინგებისა და გაფიცვების მოწმენი გავხდით, მაგალითად, "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ, მუშების საპროტესტო აქცია "ბორჯომის" ჩამომსხმელ კომპანიაში ხელფასების მომატების მიზნით... ცხადია, ეს ყველაფერი ქვეყნის პოლიტიკურ სიტუაციაზე პირდაპირ გავლენას არ ახდენს, მაგრამ ოპოზიციისათვის დამატებითი შთაგონების წყაროს წარმოადგენს", - აღნიშნავს ექსპერტი. მისი თქმით, "ნაცმოძრაობა" პარლამენტში ჩუმად არ იქნება: "პარტია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავისი არსებობა საზოგადოებას მუდმივად შეახსენოს. ვფიქრობ, "ნაციონალები" მალე იპოვიან რაღაც საბაბს ბოიკოტის რეჟიმის გასაახლებლად და მიტინგის ჩასატარებლად", - ასეთ პროგნოზს აკეთებს ალექსანდრე სკაკოვი "იზვესტიის" ჟურნალისტთან საუბარში. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება კადრები ავტომობილების კოლონა თბილისისკენ მოემართება (იხ.ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება კადრები ავტომობილების კოლონა თბილისისკენ მოემართება (იხ.ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე