რამდენადაც წყაროებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, შეხვედრა გადადგომამდე 12-14 დღით ადრე შედგა. იყო ორი შეხვედრა, რაც მე ვიცი, შეიძლება მეტიც იყო. ჩემი აზრით ეს თემატური მოლაპარაკება იყო და არ ნიშნავდა ხანგრძლივ თანამშრომლობას, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, მამუკა არეშიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. „ქართულ პოლიტიკაში ასეთი რამ ხდება, შემიძლია კიდევ უფრო მეტი მაგალითი მოვიყვანო. შევარდნაძის პერიოდში, ძალიან მაღალი თანამდებობის პირმა ზუსტად ანალოგიური ნაბიჯი გადადგა, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გარკვეული პრეფერენციების საშუალება მისცა. სამწუხაროდ, პოლიტიკა ბინძური რამ არის და ასეთი თემატური განცხადებები ხდება ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ესა თუ ის პოლიტიკური ძალა დაპირისპირებული იყოს“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ. ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ სხვადასხვა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა თავისი რევოლუციური სცენარის შესრულებაში მონაწილეობისთვის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას რამდენიმე მილიონი შესთავაზა.