კილაძის თქმით, მას თავადაც ჰქონდა ამ ჯგუფთან გარკვეული სახის შემხებლობა მაშინ, როდესაც გაზეთი უნდა ჩაეშვა და პირველი ნომერი გამოსულიყო.
,,მე მქონდა ამ ჯგუფთან შეხება, როდესაც დავიწყე ,,ქრონიკა+“-ის გამოშვება და პირველი ნომერი უნდა გამოსულიყო, ჩემთან მოვიდა გამზადებული სტატია, რომ ვანო მერაბიშილი მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციისთვის ემზადება, რომლის დაბეჭდვაზეც უარი ვთქვი. ეს ხდება 2013 წელს, მაშინ, როდეაც მიშას და ვანოს კონფლიქტი დაიწყო. შემდეგ, ეს მასალა გამოქვეყნდა ერთ-ერთ პატივსაცემ გაზეთში, ერთ-ერთი პატივსაცემი ჟურნალისტის ხელმოწერით“, - განაცხადა კილაძემ.
ჟურნალისტის თქმით, მაშინ, როდსაც პირადი ცოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა, საინფორმაციო სააგენტო ,,რეპორტიორის“ დამფუძნებლის, ნგზარ ფოფხაძის სახლში ჩატარდა ჩხრეკა, სიდანაც გარკვეული სახის ინფორმაცია და ფირები იქნა ამოღებული.
,,მივმართავ ირაკლი შოთაძეს, როდესც პირადი კადრების სკანდალი დაიწყო, ჩატარდა ჩხრეკა ნუგზარ ფოფხაძის სახლში და იქედან ამოღებული იყო ფირები და ტელეფონები. მაინტრესებს, სად არის ეს მასალა და სად წავიდა ეს ფირები? პოლიტიკური პატიმრების ,,იაჩეიკები“, შეიქმნა ზუსტად ამ ადამიანების ინიციატივით, ფულს იხდიდა ირაკლი ღრიბაშვლი, თამაზ თამაზშვილის მეშვეობით“ - განაცხადა ელისო კილაძემ.
,,ქრონიკა+“-ის რედატორმა კონკრეტული სახელი და გვარიც დაასახელა, რომელიც ადასტურებს, თამაზაშვილის მონაწილეობას პირადი ცხოვრების ამხველი ფირების შექმნის საქმეშსი.
,,მე მაქვს ჩანაწრი, ამ ჩანაწრში ფიგურირებს ლაშა ამირეჯიბი, სადაც ის ყვება, რომ თამაზაშვილმა მას მისცა 20 000 დოლარი, რომ ეს ჩანაწერები შეექმნა და ეს დაასტურა შემგომ ზურაბ ხუბულაშვილმა, შემდეგ მოხდა ფულზე განხეთქილება და ვეღარ მიიყვანეს ეს ამბავი ბოლომდე“ - აცხადებს ელისო კილაძე.
კილაძემ კონკრეტული შემთხვევაც გაიხენა, როდესაც ,,ქრონიკა+“-ში მიდიოდა ანომიმურად კონვერტები, სადაც ,,ქართული ოცნების“ პირველი პირების შესახებ გარკვეუი სახის კომპრომატები იყო მოთავსებული.
,,ახლა გეტყვით ერთ ამბავს, რომელიც არცთუ დიდი ხანია გახდა ცნობილი. გახსოვთ, ,,ქრონიკა+“-მა 2013 წელს დაიწყო კუდის ხელწერილების გამოქვეყნება, დოკუმენტური მასალა იყო ,,ქართული ოცნების“ ლიდერებზე, პოლიტსაბჭოს წევრებზე და ა.შ. არ ვიცოდი წყარო, თუ ვინ მიგზავნიდა ამ მასალებს იმიტომ, რომ ეს მოდიოდა ინკოგნიტოდ. გამოკითხულიც ვარ პროკურატურაში ამ მასალებთან დაკავშირებით. გეტყვით გვარებსაც, თუ ვისზე იყო ეს მასალები. არმაზ ახვლედინზე, რომელიც მაშინ იყო ირაკლი ღარიბაშვილის კონკურენტი იმიტომ, რომ პაარტიის თავმჯდომარე იყო, ირინა იმერლიშვილზე, რომელიც იყო ახლო პირი ბიძინა ივანიშვილისთვის და დათო საგანლიძეზე, ანუ ყველა იმ პირზე, რომლებიც იმ დროისათვის ირაკლი ღარიბაშვილის კარიერულ წინსვლას ხელს შეუშლიდა. ახლა ჩემთვის ძალიან სანდრო წყაროსგან ცნობილი გახდა, რომ ამ ყველაფრის ორგანიზებას აკეთებდა პრემიერის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი“, - განაცხადა კილაძემ.
ელისო კილაძის თქმით, თამაზ თამაზაშვილი და მისი გარემოცვა ამჯერად ცნობილ პროპაგანდისტულ მანქნას ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ იყენებს.
,,რასაც ახლა ხედავთ და მომავალშიც ნახავთ, გახარიას წინააღმდგ გამოყვანილნი არიან იგივე პერსონები, იგივე მედიასაშუალებები და იგივე მეთოდები. ყველაფერი ეს აქ იგეგმება, მათ შორის, პირადი ცხოვრების ამსახველი მუქარაც და გამოქვეყნებული მასალლებიც. მე, მაგალითად, ვიცი, რა იგეგმებოდა ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ ჯარში. ტელევიზიებს აფრთხილბდა ნინო გიორგობიანი და ტელევიზიები ისხდნენ სამხედრო ნაწილებთან, რომ ჯარისკაცები მოიწამლნენ და ასე შემდეგ. თქვენ ხომ იცით, რომელი უწყების წარმომადგენლები დადიოდნენ თქვენთან თეთრი კონვერტებით და კომპრომატებით?“ - განაცხადა კილაძემ.
კილაძის თქმით, არ შეიძლება არსებობდეს რაიმე ჩანაწერი, რომელიც იქნება ავთენტური და ის გიორგი გახარიას და მიხეილ სააკაშვილის პირად საუბარს ასახავდეს. მან ასევე, გაიხსენა 17 მაისის ცნობილი მოვლენებიც და განაცხადა, რომ ის, რაც მოხდა, დაგეგმილი იყო სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის, როგორც პატრიოტი ადამინის იმიჯის შექმნისთვის.
,,არ შეიძლება არსებობდეს ისეთი ჩანაწერი, სადაც გახარიას და სააკაშვილის პირადი საუბრია. ეს გაათვლილია იმ ,,ქოცებზე“, რომლებიც პოტენციური ამომრჩევლები არიან სააკაშვილის.
იცით, სად დაიგეგმა 17 მაისი? აქ დაიგეგმა და მე მყავდა მოწმე, რომელმაც აღიარებითი ჩვენება მომცა. გახსოვთ, კამპანია რომ დაიწყო ერთსქესიანთა ქორწინებებზე? ამ ადამიანმა მომცა წასვლამდე ინტერვიუ, თუ რამდენს უხდიდნენ ამაში. პრეზიდენტ მარგველაშვილის სასახლესთან იგეგმებოდა აქციები და უნდა მომხდარიყო არეულობა იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს სჭირდებოდა ოჯახის სიწმინდის დამცველის იმიჯი. ვინ იდგნენ ამ აქციაზე? მეუფე იაკობი, რომელიც დღეს გააქტიურდა და მისი სამიზნე პირდაპირ არის გიორგი გახარია, რადანაც ის არის ღარიბაშვილის პირადი მოძღვარი “ - აცხადებს ელისო კილაძე.
მისივე თქმით, მმართველ პარტიაში ძალიან მძიმე სიტუაციაა, რომელიც შიდადაპირისპირებებით არის გამოწვეული.
,,ოცნების“ შიგნით დუღს ყველაფერი, რადგანაც იქ არის ღარიბაშვილის დ კობახიძის დაპირისპირება, ღარიბაშვილის და კალაძის დაპირისპირება, ამას დაემატა გახარია და ის სცენარები, რაც აწი უნდა მოვისმინოთ. მე მაქვს ამის დოკუმენტალური მტკიცებულებებიც, მათ შორის, იმ ადამიანების, რომლებიც ამ ყველაფერში მონაწილეობდნენ“ - განაცხადა კილაძემ.
წყარო