ყველას ნახვა

ბაჩო ახალაიას გეგმები რას აანონსებს ის "ჯერ ომი არ დამთავრებულა..." "რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა... სამუდამოდ უნდათ გამანადგუროს მორალურად; მაგრამ ამ შეურაცხყოფაზე ჩემი ერთადერთი პასუხი იქნება ის, რომ..."

ბაჩო ახალაიას გეგმები რას აანონსებს ის "ჯერ ომი არ დამთავრებულა..." "რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა... სამუდამოდ უნდათ გამანადგუროს მორალურად; მაგრამ ამ შეურაცხყოფაზე ჩემი ერთადერთი პასუხი იქნება ის, რომ..."
ერთია, როცა დანაშაულს დაგაბრალებენ, მეორეა, როცა ამ სახით აშკარა შეურაცხყოფას გაყენებენ. ეს განაჩენი, ეს სასამართლო, მთლიანად ეს ხელისუფლება დაკავებულია ჩემთვის ისეთი შეურაცხყოფის მოყენებით, რომელმაც სამუდამოდ უნდათ გამანადგუროს მორალურად; მაგრამ ამ შეურაცხყოფაზე ჩემი ერთადერთი პასუხი იქნება ის, რომ რამდენი წელიც არ უნდა დაჭირდეს ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს შვილებს, ჩემს ოჯახს, მთელ ქართულ საზოგადოებას სწორედ ამ მოსამართლეების პირიდან მოვასმენინო სრული სიმართლე. ისინი უნდა წარსდგნენ ხალხის წინაშე და დეტალურად მოყვნენ ვინ დაავალა ასეთი სიბინძურეების კეთება და რატომ ასრულებენ ასეთ ბინძურ დავალებებს.  
“ცხოვ­რე­ბამ დამ­ცი­ნა”, – გა­ნა­ცხა­და თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ბაჩო ახა­ლა­ი­ას მე­უღ­ლემ ანი ნა­და­რე­იშ­ვილ­მატე­ლე­კომ­პა­ნია “მთა­ვა­რის” გა­და­ცე­მა­ში “მხო­ლოდ ლე­ლას­თან”.
რო­გორც ირ­კვე­ვა, ანი ნა­და­რე­იშ­ვილ­მა ად­ვო­კა­ტის ლი­ცენ­ზია მო­ი­პო­ვა და ლა­მის ყო­ველ­დღი­უ­რად დი­ლის 10 სა­ა­თი­დან 6 სა­ა­თამ­დე პე­რი­ოდს მე­უღ­ლეს­თან, ცი­ხე­ში ატა­რებს.


“იმის ფონ­ზე, რა­საც ვა­კე­თებ­დით – წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე ვმუ­შა­ობ­დით, ვიბ­რძო­დით, აქეთ შე­მოგ­ვიტ­რი­ალ­და ყვე­ლა­ფე­რი და დაგ­ვაბ­რა­ლეს გა­უ­გო­ნა­რი ის­ტო­რი­ე­ბი. მეს­მო­და ბევ­რი რამ… ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ბაჩო რომ და­ი­ჭი­რეს, მერე გა­ვი­გე, რომ თურ­მე სას­ტი­კი და ჯა­ლა­თი იყო, ნას­ვა­მი შე­დი­ო­და შამ­პა­ნუ­რით ხელ­ში ცი­ხე­ებ­ში და ვი­ღა­ცებს სცემ­და (არა­და, ცხოვ­რე­ბა­ში შამ­პა­ნუ­რი არ და­უ­ლე­ვია). მე ხო ვი­ცო­დი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლი იყო, მე ხომ ბა­ჩოს ვიც­ნობ­დი. მძი­მე იყო ეს ჩემ­თვის – უსა­მარ­თლო­ბის, უმ­წე­ო­ბის გან­ცდა.




რო­დე­საც ეს კად­რე­ბი გა­ვი­და, ახა­ლი ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი ვი­ყა­ვი, თვე­ე­ბის მყავ­და კესო. კად­რე­ბი იყო შო­კის­მომ­გვრე­ლი, ასე­თი რამ თუ ოდეს­მე სად­მე ხდე­ბო­და, ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, ვიდ­რე გა­ვი­გებ­დი რა იყო ეს კად­რე­ბი, ში­ნა­გა­ნად მა­კან­კა­ლებ­და, ასე­თი რა­ღაც რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ ბა­ჩოს­თან არ და­მი­კავ­ში­რე­ბია, რად­გან იმ­ჟა­მად შს მი­ნის­ტრი, მა­ნამ­დე კი თით­ქმის 4 წე­ლი­წა­დი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი იყო. სა­ღა­მოს, როცა ბაჩო მო­ვი­და მე­გობ­რებ­თან ერ­თად, მა­შინ გა­ვი­გე, რომ ბა­ჩოს­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან დიდი თვა­ლე­ბით ვი­ყუ­რე­ბო­დი, ვერ ვხვდე­ბო­დი ბაჩო რა შუ­ა­ში იყო ამ ყვე­ლა­ფერ­თან. მი­თხრა, რომ ცი­ხე­ე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი თე­მაა, რო­მე­ლიც რა­ტომ­ღაც ბაჩო ახა­ლა­ი­ას­თან მი­დის, ოღონდ თვი­თო­ნაც არ იცის რა­ტომ, სა­ერ­თოდ არ იცის, მსგავ­სი რამ თუ ხდე­ბო­და, სა­ხე­ზე ეტყო­ბო­და, რომ თვი­თო­ნაც შოკ­ში იყო.
ბაჩო რომ და­ა­კა­ვეს და ჩვენს მი­მართ იყო მუ­ქა­რა, გი­ნე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ავი­ტა­ნეთ. ცდი­ლობ­დნენ, რომ მას­ზეც ყო­ფი­ლი­ყო ეს ზე­წო­ლა. დაჰ­ყავ­დათ ცი­ხი­დან ცი­ხე­ში. და­კა­ვე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე შე­იყ­ვა­ნეს ქურ­დე­ბის ცი­ხე­ში. მივ­ხვდი, რომ იქ იმის შეს­ვლა, რო­მე­ლიც ამ ადა­მი­ა­ნებს ებ­რძო­და, ძა­ლი­ან სა­ში­ში იყო. მივ­ხვდი, რომ რა­ღაც უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრი უნდა გა­და­მე­ტა­ნა იქ, სა­დაც ბაჩო იყო. ნო­ემ­ბე­რი იყო, ავი­ღე თბი­ლი პლე­დი, თერ­მო­სით ცხე­ლი წყა­ლი წა­ვი­ღე და მე­გობ­რებ­თან ერ­თად, იქ მან­ქა­ნა­ში ვა­თე­ნებ­დით. მერე გა­და­იყ­ვა­ნეს გლ­და­ნის ცი­ხე­ში, ად­ვო­კა­ტის­გან ვი­ცო­დი, რო­მელ კორ­პუს­ში და სარ­თულ­ზე იყო. იქ იყო შე­მაღ­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლი და იქე­დან დურ­ბინ­დით ვუ­ყუ­რებ­დი. არ ვი­ცო­დი, ცო­ცხალს და­ტო­ვებ­დნენ თუ არა… ჩემ­თვის იმ პე­რი­ოდ­ში მთა­ვა­რი იყო, რომ ცო­ცხა­ლი ყო­ფი­ლი­ყო.
ბა­ჩოს არ უნ­დო­და, რომ ცი­ხე­ში მი­მეყ­ვა­ნა შვი­ლი. იმი­ტომ რომ, პა­ტა­რა იყო. მერე უკვე რო­დე­საც წერა-კი­თხვა, წე­რი­ლე­ბის წერა ის­წა­ვა­ლა, მამა-შვილს შო­რის მი­წერ-მო­წე­რა და­ი­წყო და ბო­ლოს გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ მის­თვის იქ­ნე­ბო­და კარ­გი, ერ­თმა­ნეთს შეხ­ვედ­როდ­ნენ. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა იყო პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, პირ­ბა­დით, ხა­ლა­თით, შუ­შით. ორი­ვეს მხრი­დან ძა­ლი­ან დიდი ემო­ცია იყო, ორი­ვე ძა­ლი­ან დიდ­ხანს უყუ­რებ­და ერ­თმა­ნეთს თვა­ლებ­ში.
ბა­ჩოს დედა იყო სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი, რო­გორც დედა, ისე და­მაკ­ლდა მეც, იმი­ტომ, რომ ჩემი თა­ნა­მებ­რძო­ლი იყო. ბა­ჩოს­თვის მი­ლი­ონ­ჯერ კი­დევ უფრო მძი­მე იყო ეს თემა, ჯერ ერთი ის, რომ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ნა­ხი არ ჰყავ­და, სა­სა­მარ­თლო­ებ­ზე შო­რი­დან ნა­ხუ­ლობ­და და თვა­ლებს ვერ უს­წო­რებ­და, ეცო­დე­ბო­და, რომ ქალი ერთი შვი­ლის სა­სა­მარ­თლო­დან, მე­ო­რე შვი­ლის სა­სა­მარ­თლო­ზე გა­და­დი­ო­და, მერე რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ქმრის სა­სა­მარ­თლო­ზე – დღე­ში სამ სა­სა­მარ­თლო­ზე და­დი­ო­და, ამ­დენ რა­ღა­ცას ის­მენ­და და ვერ გა­უძ­ლო. ბაჩო და­საფ­ლა­ვე­ბა­ზე არ წა­ვი­და, იმი­ტომ რომ ხელ­ბორ­კი­ლე­ბით და ავ­ტო­მა­ტე­ბი­ა­ნი ბად­რა­გის თან­ხლე­ბით უნდა მი­სუ­ლი­ყო და უარი თქვა.
“რამ­დე­ნი­მე თვე­ში ბაჩო ცი­ხეს და­ტო­ვებს. რომ გა­მო­ვა აუ­ცი­ლებ­ლად გა­ე­სა­უბ­რე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, ვის­თა­ნაც კი­თხვე­ბი აქვს, შვი­ლებს არ და­უ­ტო­ვებს უპა­სუ­ხო კი­თხვებს. ძა­ლი­ან გვინ­და, რომ ოჯა­ხი, შვი­ლებ­თან ერ­თად, ჩავ­სხდე­ბით მან­ქა­ნა­ში, თურ­ქე­თის სა­ზღვარ­ზე გა­და­ვი­დეთ და სა­დაც დაგ­ვი­ღამ­დე­ბა, იქ გა­ვა­თე­ნოთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ად­გი­ლია, სა­დაც სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვის­ვე­ნებ­დი, მაგ­რამ თა­ვი­სუფ­ლად ვერ ვიქ­ნე­ბით. ნე­ბის­მი­ერ თურ­ქულ სო­ფელ­შიც კი ბევ­რად თა­ვი­სუფ­ლად ვიქ­ნე­ბი და ეს მე­ნატ­რე­ბა. მინ­და, რომ მარ­ტო ვიყო ჩემს ოჯახ­თან.
ბაჩო რომ გა­მო­ვა, ზუს­ტად ვიცი, რომ მშვი­დად ვერ ვი­ცხოვ­რებ, იმი­ტომ, რომ ჯერ ყვე­ლა­ფე­რი არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა, ჯერ ყვე­ლა­ფე­რი წინ არის, მაგ­რამ მე ამის­თვის მზად ვარ. ომი არ დამთავრდებულა, რე­ა­ლუ­რად სა­ო­მარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ ახლა და ნამ­დვი­ლად არ მაქვს ის ილუ­ზია, რომ მშვი­დად ვი­ცხოვ­რებთ. ბაჩო რომ გამოვა, აუცილებლად გაესაუბრება იმ ადამიანებს, ვისთანაც კითხვები აქვს, შინაურებსაც და გარეულებსაც, შვილებს არ დაუტოვებს უპასუხო კითხვებს”.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება კადრები ავტომობილების კოლონა თბილისისკენ მოემართება (იხ.ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება კადრები ავტომობილების კოლონა თბილისისკენ მოემართება (იხ.ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე