ძიმე ვითარებაა აშკარად.
ფაქტობრივად და გადაუჭარბებლად, М. Булгаков, Мастер и Маргарита, Глава 6. "Шизофрения, как и было сказано"
""ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილის ერთობლივ გეგმებზე საუბრობს და ეჭვს გამოთქვამს, რომ ქვეყანაში გადატრიალება იგეგმებოდა.
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ინფორმაციები "კიევიდან და ენმ-ის თბილისის ოფისიდან" მმართველმა გუნდმა თებერვალში, ნიკა მელიას დაკავების დღეებში მიიღი და ეს ინფორმაცია გახარიას, რომელიც იმ პერიოდში პრემიერმინისტრის თანამდებობას იკავებდა, დაუმალეს:
გეგმა იყო შემდეგი: მას მერე რაც ხელისუფლება ვერ დააკავებდა მელიას, იწყებდა საუბარს ენმ იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებას ჰქონდა არალეგიტიმურობის შეგრძნება. მაშინ იყო სხვა ვითარება, ოპოზიცია არ იყო პარლამენტში შემოსული, იყო გართულებული ვითარება და მელიას არ დაკავებას დააბრალებდა ენმ ჩვენს სუსტ ლეგიტიმაციას, ეს იყო მათი მესიჯბოქსი. ამაზე მითითებით, სააკაშვილმა თუ არ ვცდები 17 თებერვალსვე გააკეთა განცხადება, ალტერნატიულ მთავრობასთან დაკავშირებით. ეს იყო წვეთი რომელიც მან შემოიტანა პოლიტიკურ დისკუსიაში - ამბობს კობახიძე."ოცნების" თავმჯდომარის მტკიცებით, "მათ" შსს-სა და თავდაცვის სამინისტროში ჰყავდათ ადამიანები, რომლებიც გააკეთებდნენ განცხადებას, რომ "ალტერნატიულ მთავრობაში" გადადიოდნენ:
18 თებერვალს უკვე, ისინი გამოაცხადებდნენ ე.წ ალტერნატიულ მთავრობას - თავისი ე.წ ძალოვანი მინისტრებით, ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვქონდა კიევიდან. და ჰქონდათ მათ გამზადბეული სცენარი, მათ ჰყავდათ ადამიანები, შინაგან საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, რომლებიც აკეთებდნენ განცხადებას ალტერნატიულ მთავრობაში და ძალოვანი სტრუქტურის დაქვემდებარებაში გადასვლის თაობაზე...მე არ ვიცი ეს იცოდა თუ არა გახარიამ, მაგრამ დასკვნები თქვენ გამოიტანეთ.ჩვენ გვქონდა ეს ინფორმაცია ჩვენი კოლეგებიდან კიევში და გახარიას აღარ გავანდეთ, იქიდან გამომდინარე, რომ ეჭვი გაჩნდა. დამთხვევა წარმოიდგინეთ.მისივე თქმით, გეგმის ნაწილი იყო მიხეილ სააკაშვილის შემოსვლა სარფიდან და აქტივისტების დახვედრა
როგორცვე დამთხვევა დავაფიქსირეთ, გაჩნდა ეჭვი და აღარ გავანდეთ ეს ინფორმაცია.
იქიდან ისმის რომ 2-3 დღე გვჭირდება და ავაყირავებთ და აქ ითხოვს ჩვენი ლიდერი გაუგებარი მოტივით 2-3 დღით ოპერაციის გადადებას." ამბობს კობახიძე.
"ხვდებიან აქტივისტები და შემოდის. ბუნებრივია ეს რთულ მდგომარეობაში ჩააყენებდა მმართველ პარტიას, მითუმეტეს იმ ფონზე, თუ სააკაშვილის ამ შემოსვლასთან ერთად პრემიერი გადადგებოდა" თქვა კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.