მეგობრებო, ჩვენთვის ძალზედ ძვირფასმა, ყველა ქართველისთვის ახლობელმა და პატივსაცემმა ადამიანმა, საქართველოს უანგარო ჭირისუფალმა და მოამაგემ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, "ქართული ოცნების" - ისტორიული 2012 წლიდან მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარედ დატოვა უნიჭიერესი ახალგაზრდა პოლიტიკოსი, ზედმიწევნით უწესიერესი და კეთილშობილი პიროვნება, უაღრესად პერპექტიული სახელმწიფო მოღვაწე, განათლებული, ინტელექტუალური, ერუდირებული ადამიანი, ცნობილი პოლიტიკოსის გია კობახიძის შვილი ირაკლი კობახიძე.
მართალია, ბატონ ბიძინას ბევრმა თანამებრძოლმა უღალატა ძირითადად ქვენა გრძნობებიდან გამომდინარე, მაგრამ შეგვიძლია დავასახელოთ მის მიერ მოყვანილი ბევრი წარმატებული მოღვაწე - ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე, დავით სერგეენკო, თეა წულუკიანი და სხვები, მათ შორისაა ირაკლი კობახიძეც.
"ქართული ოცნების" სიძლიერის ყველაზე დიდი დადებითი მხარეა ის, რომ ის მუდმივად განახლებადი პარტიაა, ის მუდმივ ცვლილებებშია და ასეთი გზით აღწევს სიმართლეს და ჭეშმარიტებას.
ჩვენ ვირჩევთ 41,41,41!!!
ვისაც ასე არ მიგაჩნიათ, უხმაუროდ დატოვეთ ჩემი ფბ-მეგობრების რიგები, "პოლიტიკურ ჭინკებს" არ ვენდობი.
არ ვხუმრობ, უნდა დავიტოვო მხოლოდ ერთგული თანამოაზრეები.
[media=]