ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფოს მიზანს ენერგოპოტენციალის ათვისებასა და ქვეყნის ბუნებრივი მრავალფეროვნების შენარჩუნებას შორის სწორი ბალანსის დაცვა წარმოადგენს.
ედ ბატლერი აუდიო რეპორტაჟისთვის სვანეთსა და პანკისის ხეობაშიც იმყოფებოდა და მშენებარე ჰიდროელექტროსადგურის, ხადორი 3-ის ტერიტორია დაათვალიერა. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ხადორი 3-ის მშენებლობა მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და ზოგადად ხეობის თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს.
ჟურნალისტი თბილისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში BitFury-ის მიერ შექმნილ დატა ცენტრშიც იმყოფებოდა და კომპანიის დამფუძნებელ ვალერი ვავილოვსაც ესაუბრა. ვავილოვის განცხადებით, მან კრიპტოვალუტების წარმოებისთვის საქართველოზე არჩევანი ეფექტური საგადასახადო სისტემისა და განახლებადი ენერგიის ხელმისაწვდომობის გამო მიიღო.
BBC-ის კითხვაზე, აქვს თუ არა კომპანიასთან რაიმე შეხება ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს, ვალერი ვავილოვი პასუხობს, რომ ექს პრემიერს ბიზნესში წილი არ გააჩნია.
ამასთან, BBC-ისთან საუბარში ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა იმის შესახებ თუ რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარენ კრიპტოვალუტის მწარმოებლები, თუმცა ეს მაჩვენებელი უკანასკნელი წლების განმავლობაში მაღალი ტემპით არის გაზრდილი. ჭიპაშვილის თქმით, ბიტკოინისა და სხვა ვირტუალური ვალუტების წარმოებაზე ქვეყნის ელექტრომოხმარების სავარაუდოდ, 10%-ზე მეტი იხარჯება.
აუდიო რეპორტაჟი პანკისის რეგიონში სრულდება, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ახალი ჰიდროენერგეტიკული პროექტების მშენებლობას აპროტესტებს. საქართველო