„არ ვიცი გახარიასთან მიმართებაში ბიძინა ივანიშვილი მოახერხებს თუ არა ვინმე დააჯეროს, რომ დავუშვათ გახარია ოპოზიციური ძალაა და გახარიას უნდა მისცეს „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზებულმა ამომრჩეველმა ხმა. მე ამის წარმოდგენა არ მაქვს. თუ ქართული საზოგადოება ამას დაიჯერებს, მე ვფიქრობ, სერიოზულ შეცდომაში შევა.
კომიკური იყო, როდესაც ივანიშვილმა წერილი დაწერა. იცით როგორც იყო, პრემიერა რომაა სპექტაკლის და ჩაბარდა, ვერავინ ვერ ითამაშა, არც რეჟისურა არ იყო კარგი, არც მუსიკა, არც მსახიობები, ჩავარდნილ პრემიერაზე რომ გამოვარდეს რეჟისორი და თქვას, რომ ეს კარგი სპექტაკლია, მოიწონდეთ, დაიჯერეთ, ამ როლში იყო ივანიშვილი. ჩავარდნილი სპექტაკლის რეჟისორმა აიღო და გააკეთა უცებ განცხადება. გათვლა, რომ საზოგადოება მიიღებდა „ქართულ ოცნება“ ორს და შეიძლება სამს და ოთხს, არასწორია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.