„ის არის რუსეთის საგარეო დაზვერვის პროექტი. ახლაც რომ ჩავიდა ბრიუსელში, იქ მარინა კალიურანდს შეხვდა, რომელიც რუსეთის ინტერესების ლობისტია ევროპარლამენტში და იმ აპატურაის, რომელიც ჩამოდის და გვეუბნება ნატო-ში მიგიღებთო და იქ ჩადის მოსკოვში და ეუბნება იმათ, რომ საქართველოს ნატო-ში არ მივიღებო“, - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.მისი თქმით, იგეგმება გიორგი გახარიას დაკავება და ამისთვის საქმე უკვე აღძრულია.
„სანამ არჩევნები დადგება, გახარიას დაიჭერენ, თუ ასე გააგრძელა. უკვე იცით ალბათ, რომ საქმე აღძრულია ირანიდან 150 მილიონის გათეთრებაზე. მასალები ადრევე იყო, მაგრამ ახლა აღძრეს, გახარიას დაჭერის მოტივით. მით უმეტეს ამერიკისა და დასავლეთის მხარდაჭერაც ექნება, იმიტომ, რომ სანქციებში ირანია და რომ გაიგებენ, ირანიდან თურმე ირღვეოდა სანქციების რეჟიმი და ამას გახარია ედგა სათავეში, ამზადებენ ამ მასალებს და ამაზე გადატეხავენ ჯოხს, მით უმეტეს, პრემიერი იყო და ინფორმაცია ჰქონდა“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.