მისი თქმით, მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკური პროცესი, მისგან ერთადერთი წერილობითი განცხადება იყო. „თქვენი ანონსი დაიწყო იმის მტკიცებით რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავაც ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა ის ყველაფრით ამტკიცებს, რომ დისტანცირებულია პოლიტიკური პროცესებისგან. ერთადერთი განცხადება ვიხილეთ ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში, მას შემდეგ რაც მან დატოვა პოლიტიკური პროცესი და ისიც გაკეთდა წერილობითი ფორმით. შესაბამისად, მტკიცებითი ფორმით ამაზე საუბარი არ მგონია სწორი იყოს” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქმედებით დაადასტურა, რომ მას არ ააქვს ინტერესი პოლიტიკური პროცესების მიმართ. „ის არის მთლიანად დისტანცირებული და არ ჰქონია არცერთი საჯარო გამოსვლა მთელი ამ დროის განმავლობაში, არავითარი საფუძველი არ არსებობს იმის თქმის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. არაერთხელ დაგვისვეს სხვადასხვა ფორმით კითხვა და ყოველ ჯერზე ჩვენ ვპასუხობთ იმას, რაც არის სიმართლე, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილით, ჩვენ მასთან შეწყვეტილი გვაქვს კომუნიკაცია, მას შემდეგ რაც შედგა პარტიის ყრილობა. ეს არის რეალობა. რა უნდაა გააკეთოს ამ ადამიანმა იმისათვის, რომ ეს დაიჯეროთ?” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
არ ვარ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, რა უნდა გავაკეთოთ რომ დაიჯეროთ