ბატონმა ბიძინამ ამდენი წელი რომ გვარჩინა, მადლობლები არ უნდა ვიყოთ?! მსახიობი მარინა კახიანი ჟურნალ „თბილისელებთან” ინტერვიუში “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე საუვრობს:“გადმოდგება ვიღაც ბუა და ნახევარ საქართველოს აშინებს, თითქოს ივანიშვილი ფულს აღარ გვიხდის მსახიობებს. ადრე ასეთ თემებზე საუბარი აკრძალული გვქონდა,მაგრამ ამ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა ბევრი ოჯახი გადაარჩინა. მწერლებს, მსახიობებს, რომელთაც სხვა პროფესია არა გვაქვს, გვერდით დაგვიდგა.თუნდაც რომ შეგვიწყვიტოს დაფინანსება, რა უფლება მაქვს, ვთქვა, ბიძინა ივანიშვილი ფულს რატომ აღარ მაძლევს-მეთქი. ამდენი წელი რომ გვარჩინა, მადლობლები არ უნდა ვიყოთ?!”, – განაცხადა მარინა კახიანმა.