პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოქალაქეებს გაუუქმდებათ იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვის გამო გამოწერილი ჯარიმები. ასევე გათავისუფლდებიან სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობებისგან.“დღეს პარლამენტს წარედგინა 2 კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, რომლებსაც პანდემისი პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ასევე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებდა დაახლოებით 245 ათასზე მეტი თანამოქალაქე და 344 იურიდიული პირი. საუბარია იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე”,– თქვა ღარიბაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინების მიიღეს.