მე დანაშაულად მიმაჩნია, რომ მისი მასშტაბის ადამიანი არის გამოუყენებელი. უკრაინაში ხშირად ჩავდივარ, იქ ყავს მოწინააღმდეგეებიც, მაგრამ ყველა აღიარებს, რომ ის არის ნომერ პირველი პოლიტიკოსი. მაგრამ ის არ არის მისი ქვეყანა, მისი გული არის აქ. აპირებს ჩამოსვლას. მეც მითხრა, რომ სექტემბერში ჩამოვდივარო.
მიშა ძალიან კეთილი ადამიანია. ძალიან ადვილად ივიწყებს წყენას. პატიება შეუძლია, ხან ისეთი რამის, მე მიკვირს ხოლმე. გულჩვილიცაა, შემცოდეა ადამიანის. “-განაცხადა გიული ალასანიამ ლელა წურწუმიას გადაცემაში შვილზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.