"დღეს ბევრი სევდიანი კომენტარი იყო საქართველოს თაობაზე ჩემი განცხადების შემდეგ. ზოგიერთი ჩემი უკრაინელი მეგობარი უკრაინასთან ჩემს "დამშვიდობებას" გლოვობს. მინდა მათ ვუთხრა: გული არ გაიტეხოთ! ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოშიც და უკრაინაშიც! აქაც გავიმარჯვებთ და იქაც! ჩემთვის ჩვენი ორი ქვეყნის ბედი განუყოფელია. ჩემთვის ეს ერთი ბრძოლაა. ეს ერთი საერთო გამარჯვება იქნება!"- წერს სააკაშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე.
27 აგვისტოს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის საქართველოში ჩამოდის.