ყველას ნახვა

სასწრაფოდ:სენსაციური და შოკიმომგვრელი ინფორმაცია, რომელიც ამ წუთებში ხდება ცნობილი

სასწრაფოდ:სენსაციური და შოკიმომგვრელი ინფორმაცია, რომელიც ამ წუთებში ხდება ცნობილი
სწორედ ბერასთან და ჩინოვნიკებთან ურთიერთობა გახდა ბახმაროს უნიკალური ტერიტორიის ერთ ლარად ხელში ჩაგდების მთავარი საფუძველიც, რომლის ახსნასაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები ინვესტიციით ცდილობენ.სამაგიეროდ, „ორბი ჯგუფის“ დამფუძნებელი „ქართული ოცნების“ წინაშე პირობას დებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიას სოლიდურ თანხასაც შესწირავს და თანამშრომლებსაც შემოახაზინებს „ორმოცდაერთს“.კომპანიაში, პარტიული ფუნქციონირების გამოცდილება უკვე აქვთ…
კერძოდ: „შპს ორბი ჯგუფი ბახმაროს“ დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ 2014 წელს „ქართულ ოცნებას“ 60 ათასი ლარი შესწირა, ხოლო 2018 წელს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს 25 ათასი გადაურიცხა.
შეთანხმების მიხედვით, „ორბი ჯგუფმა“ ერთ ლარად გადაცემულ ტერიტორიებზე ეტაპობრივად უნდა განახორციელოს რამდენიმე ათეულ მილიონიანი ინვესტიცია. საპრივატიზებო პირობით, მომდევნო ხუთი წლის მანძილზე ამ ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს მრავალფუნქციური კომპლექსი, რომლის ნაწილი მინიმუმ 120 ნომრიანი სასტუმროც უნდა იყოს.
თუმცა, ე.წ. ინვესტორის დაპირება, რომლის დამფუძნებლები დეკლარირებული მილიონერები არიან, საეჭვოდ მიაჩნიათ ოპოზიციაში.
„უნიკალური კურორტი ბახმარო, რომელიც ყველა გურულის (და არა მხოლოდ ) საამაყო კურორტია, გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს გააჩნიათ კერძო საკუთრება.
ხალხი, მინიმუმ იმსახურება იმის ცოდნას თუ რა ხელშეკრულებაზე საუბარი, რომელი ტერიტორიები გადაეცა კერძო მესაკუთრეს სიმბოლურ ფასად, რას ითვალისწინებს იგი და რამდენადაა აქამდე არსებული კანონიერი კერძო მესაკუთრეების ინტერესები დაცული.
ფორმულა, ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და ჩვენ უფრო უკეთ ვიცით რა არის უკეთესი ბახმაროსთვის, აპრიორი არასწორი მიდგომაა. მითუმეტეს ჩვენ უკვე ვნახეთ ხელისუფლებასთან აფილირებული “გურიის მამების” მიერ აოხრებული ბახმაროს ნაწილი“ – ამბობს ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი გურიაში, კახა ასკურავა.
„ქვეყნისა და ხალხის სასიცოცხლო ინტერესებით მოვაჭრე მთავრობამ ბახმარო ერთ ლარად მიყიდა კომპანია ,,ორბს“!
კორუფციულ გარიგებას უნიკალური კურორტი ეწირება! ეს ხელისუფლება მომავალ წელს უნდა დასრულდეს რომ მასთან ერთად დაესვას წერტილი საქართველოს მტრობისა და გაუგონარი მზაკვრობის პოლიტიკას“, – მიიჩნევს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, არმაზ ახვლედიანი.
ბახმაროს გარდა, ბერა და მისი ოჯახი დაინტერესებულია კურორტ აბასთუმნითაც.
ცოტა ხნის წინ იქ ივანიშვილებმა მიწის ნაკვეთები იყიდეს და საავადმყოფოც კი გააუქმებინეს სახელმწიფოს იმისათვის რომ ის აკეთონ და ააშენონ, რაც მოესურვებათ.
ხოლო მაშინ, როდესაც ივანიშვილის ოჯახი და მასთან დაახლოებული ბიზნეს-ჯგუფები სახელმწიფო ქონებას სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად ეპატრონებიან, საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო ღარიბდებიან, შიმშილის ზღვარზე იმყოფებიან და უპერსპექტივობის გამო ქვეყნიდან გარბიან.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება კადრები ავტომობილების კოლონა თბილისისკენ მოემართება (იხ.ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება კადრები ავტომობილების კოლონა თბილისისკენ მოემართება (იხ.ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე