„თემურ ჭყონია იქნება ძალიან კარგი კანდიდატი, უპარტიო, ძალიან კარგი“.„ვფიქრობ, საქმიანი ხალხი რაც უფრო მეტი მოვა, რომელსაც არა აქვს არანაირი პარტიული მიკერძოება და არის თავისუფალი და სულ კრიტიკულად გამოთქვამს და არის ორი უზარმაზარი ამერიკული კორპორაციის წარმატებული ადამიანი“, – განაცხადა ხაზარაძემ და დასძინა.
„მე მქონდა საუბარი. ვერ დაგიდასტურებთ, რომ მისგან დადებითი პასუხი მივიღე“, – განაცხადა მან.
ხაზარაძემ ასევე განაცხადა, რომ „პიროვნულად“ არ ერჩის კახი კალაძეს:
„კახი კალაძეს პიროვნულად არაფერს არ ვერჩი. არაჩვეულებრივი სპორტსმენია. მე არ მეშინია, ვიღაცებისგან განსხვავებით, ადამიანის ღირსებებზე ვისაუბრო. კარგი სპორტსმენია, კარგი ადამიანია, კარგი მეოჯახეა და რაღაც-რაღაცები კარგად გააკეთა. თუმცა ბევრი რაღაც არ გააკეთა, რაც ჩემი აზრით, გასაკეთებელი იყო“.„კახი კალაძე რომ კახი კალაძე იყოს მარტო, შეიძლება მე თვითონ დამეჭირა მხარი, მაგრამ ის არის „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, რომლის პარტიამაც ეს ქვეყანა დაშალა“, – აცხადებს ხაზარაძე.