პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს სიურპრიზს ჰპირდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მან „TV პირველის" ეთერში არ დაასახელა, რა აქვს მხედველობაში.
„ჩვენ ივანიშვილს ვუმზადებთ ძალიან დიდ სიურპრიზს, ივანიშვილისთვის ძალიან არასასიამოვნოს, ქართველი ხალხისთვის სასარგებლოს, რაც დასრულდება საქართველოს გამარჯვებით", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ჩვენი ინფორმაციით და ექსპერტების ვარაუდით სავსებით შესაძლებელია ეს სიურპრიზი უკავშირდებოდეს ხვალინდელ ვიზიტს სადაც საქართველოს და კერძოდ ბათუმს ეწვევა 3 ქვეყნის პრეზიდენტი მათ შორისაა უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი და მის დელეგაციაში შემავალი ერთერთ წევრი მიხეილ სააკაშვილი...
სიმბოლური იქნება ბათუმიდან ტალღის აგორება სადაც მესამე პრეზიდენტი დაუბრუნდება ქვეყანას.