ექიმი-ალერგოლოგიმ ბიძინა კულუმბეგოვი წერს, რომ პაციენტს, რომელსაც ფილტვების 22 ქულიანი დაზიანება ჰქონდა, 5 000 ლარიანმა წამალმა გადაარჩინა.„ციტოკინური შტორმი, ახლობელი კლინიკაში, ყველა პარამეტრით (მაღალი C რეაქტიული ცილა, CPAP რეჟიმი, დექსამეტაზონი, 200 IL-6, ბაქტერიული ინფექციის ნიშნები არა, კტ 22 ქულა…) ტოცილიზუმაბის გამოყენების კლინიკური და ლაბორატორული ჩვენება…ზარი კლინიკიდან ოჯახში _ თავად მოიტანეთ მედიკამენტი, საჭირო დოზის ფასი 5000 ლარი.
დღეს პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად უკეთესი! არ გექნებათ შესაძლებლობა, მსგავსი ხარჯი გაიღოთ, მძიმე გამოსავალი „გარანტირებულია”. არ მიკვირს, რატომ არის სიკვდილიანობა მყარად მაღალი. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი ასეთი ადამიანების გადასარჩენად, დროამ ყველა ფუჭი ხარჯი (კონცერტები, პლაკატების ბეჭდვა…) გადამისამართდეს, რომ ადამიანების სიცოცხლე ვიხსნათ!”, – წერს კულუმბეგოვი.