სულხან-საბა რომ წვერით ათრიეს, ისე არავინ უწეწიათ!
რუსთაველი რომ სამეფო კარს დითირამბებს უმღეროდა, ჩახრუხაძეც – ერთი სიტყვა არ დასცდენიათ დემნა ბატონიშვილის ამბავსა და იმ წარმოუდგენელ უსამართლიბაზე, რაც დემნას დამართა თამარის მამამ!
ბარათაშვილი ისე დამარხეს, ლექსი არ ჰქონდა გამოქვეყნებული!
ვაჟას ზევიდან უყურებდნენ – სოფლელიაო!
პაოლოსა და მიხეილ ჯავახიშვილზე, გოდერძი ჩოხელის გასაჭირზე აღარაფერს დავწერ.
გალაკტიონს, ლოთიაო და, ცხვირს უბზუებდნენ!
გრანელი – საერთოდ, იცოდნენ კი სიცოცხლეში?!
რობაქიძე იყო და, საბჭოეთი არ მოსწონდა და ვინც მოსწონდა, იმას დღეს საერთოდ უხსენებლებში მიუჩინეს ადგილი.
ერთი იყო, მოუტრიალდა და უთხრა, ფურთხის ღირსები ხართო და ის უყვარდათ ყველაზე მეტად!
ჰოდა, აი ან რა გიკვირთ, ან რატომ გიკვირთ? – არაა მწერლობა ადვილი არჩევანი და არც იმას ნიშნავს, რომ მწერალი ან პოეტი არ შეცდება. ჰოდა, ყველაფერი კი გავიგე, მაგრამ იმ ერთი ადამიანის – ჟიურის წევრზე მაქვს ლაპარაკი, თორემ, მინისტრი რომ არ მოსწონდეთ, ნორმალურია.- იმ ერთი ადამიანის ან მდგომარეობაში ჩაგდება ძაან არაადამიანური რამეა, მითუმეტეს, რომ თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმისას, იოსებ ჭუმბურიძეს ის გაზეთიც დაუხურეს, სადაც საქმიანობდა და ულუკმაპუროდაც დატოვეს და მაშინ, მგონი, არავის გახსენებია არც მედიაზე ზეწოლები და არც მწერლის სიძულვილი.
უბრალოდ, პოლიტიკური მიზნისთვის გაწიხლული ერთი ადამიანიც კი, შეიძლება ყველას ეპატიოს, მაგრამ, მწერალს – ვერა! ბიძინას უმღერა დითირამბები? და მერე რა? გალაკტიონიც უმღეროდა ლენინს და უფრო აქეთ პრივილეგიებისთვის ბევრი დითირამბები უმღერია ბევრს და ბევრი “ანონიმკაც” უწერიათ კრემლში ნოდარ დუმბაძის დასასმენად – ჰოდა, მოდით, ჩამოყალიბდით, რას ითხოვთ, ვისგან ითხოვთ და რითი ასაბუთებთ, თორემ მართლა ვერ გაიგო ხალხმა, რაზე ბობოქრობს და რას ითხოვს მწერლობა.“- წერს ლელა კურდღელაშვილი.
წყარო