"მგავსი შინაარსის ინიციატივა წინასაარჩევნო პერიოდში ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობას. არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს შესაძლებლობა, რომ შესთავაზოს მოსახლეობას გარკვეული შეღავათები. ეს მათ ამყოფებს არასამართლიან მდგომარეობაში მმართველ გუნდთან შედარებით, - განაცხადა "დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა ციმაკურიძემ.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოსახლეობას საბანკო ვალები ჩამოაწერა.