“მე მინდა მივმართო მთავრობას, პარლამენტს, ჩემს კოლეგებს, ბატონ თენგიზ, ბატონ ამირანს, ბატონ პაატას, ის ორი ნაბიჯი, რაც ბოლო ორ თვეში გადადგა ირაკლი ღარიბაშვილმა, მე მას პრემიერმინისტრად აღარ ვთვლი. 24 ივნისს როდესაც გააუქმა ყველა კორონასასჯელი და გუშინდელი შემთხვევა – დიდ პატივს ვცემ ყველა ჩვენს სპორტსმენს, მაგრამ ამ ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრი მოიქცა როგორც მოღალატე, როგორც ქვეყნის გამყიდველი. გუშინ დღიდან კორონავირუსით ყველა გარდაცვლილი არის ბატონი ირაკლი, მთავრობისა და პარლამენტის ბრალი, თუ პარლამენტის არ მიიღებს ღონისძიებებს, რომ ეს მთავრობა გადააყენოს”,– ამბობს ის TV პირველის ეთერში,
მისივე განცხადებით, აღარ აპირებს მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების დაცვას.
“მე აქამდე ყველა შეზღუდვას ვემორჩილებოდი, დღეიდან მე დავემორჩილები იმ შეზღუდვებს, რომლებიც მოწოდებული აქვს საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციებს, მიღებულია ამერიკაში, ევროპის ქვეყნებში. მე არ დავუჯერებ ამ მთავრობის არცერთ შეზღუდვას. იმიტომ რომ მაქვს მაგალითი, რომ ჩემი ქვეყნის პრემიერმინისტრი არღვევს და ბოდიშსაც არ იხდის. პარლამენტი ამ მთავრობის ყოფნა-არყოფნის საკითხს თუ არ დააყენებს, უნდა მოვითხოვოთ რიგგარეშე არჩევნები”,– თქვა მან და აღნიშნა, რომ თუ პარლამენტი ღარიბაშვილს არ გადააყენებს, საზოგადოებამ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება უნდა მოითხოვოს.
“მერე რა რომ ვქეიფობდი? დანაშაულია ქეიფი?”,– ასე უპასუხა ღარიბაშვილმა დღეს ქეიფთან დაკავშირებულ კითხვას. მანვე განმარტა, რომ დედოფლისწყაროში ეპიდვითარება ძალიან მსუბუქია.