აქვე, აღსანიშნავია, რომ წინა პრემიერობის დროს, ღარიბაშვილმა გადაყენების შესახებ, როგორც მაშინ ითქვა, გადადგომაზე სატელევიზიო განცხადების გაკეთებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიგო.
ამასთან, ღარიბაშვილის მიმრთ დასავლური პოლიტელიტაც მაინცდამაინც სიმპათიით არ არის განწყობილი. ამას ისიც მოწმობს, რომ ბალტიისპირეთის ერთ-ერთ ქვეყანაში, გავრცელებული ინფრომაციით, მისი ვიზიტი ჩაიშალა.
იქნება თუ არა პრემიერის გადაყენება „ოცნებისთვის“ მაშველი რგოლი? - პოლიტიკის ანალიტიკოსი ამბობს, რომ პრემიერის შეცვლით არაფერი შეიცვლება.
„ის პრემიერი, რომელიც გვყავს, პოლიტიკური ნონსესია. თამასა ძალიან დაბლაა დაწეული, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი დაგვიანებულია. ხელისუფლებას უკვე სისტემური რესურსი აღარ აქვს. აქედან გამომდინარე, უკვე დიდ აზრს ვერ ვხედავ, ვინ იქნება პრემიერი არსებული სახელისუფლებო გუნდიდან“- განუცხადა CNnew-ს ხუხაშვილმა.
CNews-ს წყარო „ოცნებიდან“ ეუბნება, რომ გუნდში პრემიერის შეცვლის თემა ჯერ ოფიციალურად არ დამდგარა, მაგრამ „ლიდერშიფის“ ცალკეულმა წევრებმა მიანიშნეს, რომ კახა კუჭავა, რომელიც ამჟამად პარლამენტის თავმჯდომარეა, შესაძლოა, მთავრობის ცუდი მეთაური არ იყოს.
კულუარებში თანდათან აქტიურდება ხმა იმის შესახებ, რომ პრემიერს წყალი აქვს შეყენებული და მალე გაათავისუფლებენ. ამ ხმას CNews-ს წყაროც უდასტურებს „ქართული ოცნებიდან“.