სხვათაშორის, ღარიბაშვილის გარშემო რომ შავი ღრუბლები სწრაფად იყრიან თავს აშკარაა!
რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობრებმა სოციალური ქსელი ფბ მეშვეობით სხვადასხვა ქვეყნებიდან მომწერეს – მართლა ასე თქვა ღარიბაშვილმა აგვისტოს ომის დაწყებაზე და ირიბად ამაში საქართველო დაადანაშაულაოო?
მე კი ავუხსენი, რომ ღარიბაშვილმა საქართველო კი არა, სააკაშვილი დაადანაშაულა, მაგრამ იმ პუბლიკაციებს რა ვუყოთ რომელიც უკვე გავრცელდა სხვადახხვა მედიაში, მათ შორის რუსეთის და ოსურ საიტებსა და ტელევიზიებში.
ჰოდა, აკი მიიღებს იმას, რაც ერთხელ უკვე გაუკეთა ივანიშვილმა, ისე გადააყენებს, არც კი ეცოდინება.
ჩვენი კონფედენციალური წყარო იმასაც გვატყობინებს, რომ ელჩებმა ივანიშვილს ღარიბაშვილის შეცვლა მოსთხოვეს, ოღონდ ერთი პირობით – კაცებმა ვერ გაამართლეს და ქალი უნდა იყოს ამ პოსტზე, თან ეს გენდერული თანასწორობისკენ გადადგმული ნაბიჯიც იქნებაო. იმასაც ამბობენ, ეკონომიკის განვითარების კუთხით, ნათია თურნავას კანდიდატურაც იხილებაო და ვნახოთ, ამ ორ შემცვლელ ქალ კანდიდატიდან რომელზე გაკეთდება არჩევანი…
წყარო