ყველას ნახვა

სასწრაფოდ! ექსკლუზივი „ოცნების“ კულუარებიდან - რა სიურპრიზს უმზადებს ოპოზიციას და რა ახალ შეზღუდვებს გეგმავს ხელისუფლება

სასწრაფოდ! ექსკლუზივი „ოცნების“ კულუარებიდან - რა სიურპრიზს უმზადებს ოპოზიციას და რა ახალ შეზღუდვებს გეგმავს ხელისუფლება
მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველმა გააკეთა განცხადება, რომ ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეპიდვითარების გამო არჩევნების გადადებაზე მსჯელობის დაწყებაა საჭირო, ხელისუფლებამ რეგულაციების გამკაცრებაზე და ზოგ შემთხვევაში, გაგრძელებაზე დაიწყო ფიქრო. წყარო „ქართული ოცნებიდან“ CNews-ს ექსკლუზიურად ეუბნება, რომ მმართველი გუნდი არჩევნებს არ გადადებს.„მთელი ქვეყანა კოვიდით რომ დაინფიცირდეს და დღეში 100-ზე მეტი ადამიანიც დაიღუპოს, დანამდვილებით გეუბნებით, რომ „ოცნება“ არჩევნებს არ გადადებს, რადგან ზუსტად იცის, რომ ახლა მომგებიან პოზიციაშია - ოპოზიციის მიმართ ხალხის ნდობა მაინცდამაინც მაღალი არ არის. ამას ემატება პანდემიის შიში, ანუ ხალხი ფიქრობს, ხელისუფლება რომ შეიცვალოს, სანამ მთავრობა დალაგდება, ინფექცია უფრო გავრცელდება, რადგან მისი მართვისთვის აღარავის ეცლებაო. აი, ოპოზიციისთვის კი არჩევნების თუნდაც კოვიდის საბაბით გადადება მომგებიანია - თუნდაც გაზაფხულისთვის რომ დაინიშნოს თვითმმართველობის არჩევნები, ოპოზიცია ცოტა სულს მოითქვამს, მაგრამ ეს „ოცნებამაც“ იცის და სწორედ ამიტომ, არჩევნებს არ გადადებს“, - უყვება CNews-ს წყარო მმართველი გუნდიდან.
ამასთან, CNews-მა ექსკლუზიურად კულუარებში ისიც გაარკვია, რომ „ოცნება“, ინფექციის შეკავების საბაბით, ოპოზიციისთვის წინასაარჩევნოდ დამატებითი ბარიერების შექმნას აპირებს. კერძოდ, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, განიხილება ტრანსპორტის შეზღუდვის გაგრძელებაზე, ანუ აქამდე ხელისუფლებამ დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 4 სექტემბრამდე შეზღუდა, თუმცა წყარო „ოცნებიდან“ CNews-ს ეუბნება, რომ 4 სექტემბერს ტრანსპორტი არ ამუშავდება და შეზღუდვა პირველ ოქტომბრამდე გაგრძელდება. 2-ში არჩევნებია და, როგორც ჩანს, პირველში ტრანსპორტის გახსნა იმას დაუკავშირდება, რომ ხალხი საარჩევნო უბნებამდე მივიდეს.
ამასთან, „ოცნების“ „ლიდერშიფი“ იმ სცენარსაც განიხილავს, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც შეიზღუდოს პირველ ოქტომბრამდე. ამის მიზეზი, როგორც წყარო ამბობს, ოპოზიციისთვის საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლაა.
„საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აკრძალვასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის გაგრძელებაზე განცხადებას რომელიმე ეპიდემიოლოგი გააკეთებს, რადგან ეს ხალხისთვის უფრო დამაჯერებელი ინება“, - ამბობს CNews-ის წყარო.
სხვათა შორის, 25 აგვისტოს, პრემიერმა განაცხადა, რომ დიდი „ლოკდაუნები“, რასაც ოპოზიცია ითხოვს, არ იქნება. ამასთან, „ოცნება“ აცხადებს, რომ არჩევნების გადადება ოპოზიციის სცენარია, რადგან არჩევნების მოგების შანსი არ აქვს. ახალი რეგულაციების შესახებ, როგორც ჩვენი წყარო ვარაუდობს, რამდენიმე დღეში გამოცხადდება. 

წყარო

რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა