ინიციატივით გამოდის, რომ ხელისუფლებამ სრულად აცრილი ოჯახებისათვის წამახალისებელი ღონისძიებები დაიწყოს.მათ შორის, 3 თვით გაუუქმონ მათ კომუნალური გადასახადები, გაუნახევრონ ტრანსპორტის ფასი და სხვა. ეს ინიციატივები ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ 26 აგვისტოს ბრიფინგზე გააჟღერა.
- "აუცილებელია, გაუქმდეს სრულად ვაქცინირებული ოჯახისთვის კომუნალური გადასახადები სამი თვით და ამით წავახალისოთ ოჯახები;
- ასევე, სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის განახევრდეს ტრანსპორტის ფასი;
- აუცილებელია, სოციალურად დაუცველებს, ვინც სრულად არიან ვაქცინირებული, დამატებით მიეცეთ ერთი თვის დახმარება და ამითაც დავეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ კიდევ უფრო გაფართოვეს მათი რიცხვი, ვინც უმძიმესი დელტა შტამისგან დაცულები იქნებიან;
- სრულად ვაქცინირებულ პენსიონერებს უნდა მიეცეთ დამატებით ნახევარი თვის პენსია, რაც, ასევე არის მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები, ვინც ყველაზე დიდი რისკის ჯგუფია, ჩაერთონ ვაქცინაციაში, მივიდნენ მათთან ბრიგადები და დაიწყოს მასიური ვაქცინაცია;
- გარდა ამისა, ყველა ადამიანს, ვინც სრულად არის ვაქცინირებული, თვითდასაქმებული, აუცილებლად უნდა გაუნახევრდეს წლიური საშემოსავლო გადასახადი", - განაცხადა ხატია დეკანოძემ.