ყველას ნახვა

ცნობილი ხდება სამწუხარო და საშიში ინფორმაცია სრულიად საქართველოსთვის „თალიბებისგან“ ჩვენზე შურისძიება მოსალოდნელია და შესაძლოა, საქართველოც სამიზნე გახდეს ტერორისტებისა

ცნობილი ხდება სამწუხარო და საშიში ინფორმაცია სრულიად საქართველოსთვის   „თალიბებისგან“ ჩვენზე შურისძიება მოსალოდნელია და შესაძლოა, საქართველოც სამიზნე გახდეს ტერორისტებისა
– მართალია, „თალიბებმა“აიღეს ავღანეთის დედაქალაქი ქაბული, პრეზიდენტი გაიქცა ქვეყნიდან, მაგრამ წინააღმდეგობის მოძრაობა ჩამოყალიბდა და რამდენიმე ქალაქს ვერ აკონტროლებენ „თალიბები“.
– პანჯერისა და ბალხანის პროვინციებს ვერ აკონტროლებენ „თალიბები“. კი, შეიქმნა წინააღმდეგობრივი ფრონტი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ავღანეთის ვიცე–პრეზიდენტი, არმულა სალეჰი. მის გვერდში დგანან შაჰ ახმედ მასუდი–უმცროსი, რომლის მამაც „თალიბებმა“ მოკლეს 2001წლის ტერაქტების  წინა დღეს, მარშალი ტუსტუმი, რომელიც უზბეკი საველე მეთაურია და  მათ შეუერთდა  ისმალიტების ლიდერი, ისმაილ ხანი. მათ დაქვემდებარებაშია 20 ათასამდე  გამოცდილი მებრძოლი და საკმაოდ სერიოზული შეიარაღება. მათ უკვე დაიკავეს რამდენიმე სტრატეგიული უღელტეხილი. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს „თალიბანის“ და წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერებს შორის, მაგრამ არ მგონია, რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ. ისინი იარაღს არ დაყრიან და ავღანეთში სამოქალაქო ომი დაიწყება.
აქვე ვიტყვი, რომ „თალიბებს“ აქამდე ჰქონდათ, ასე ვთქვათ, ორპალატიანი პარლამენტი, თავისი 15 კომისიით, რომლებიც  ყველა სფეროს და დარგს მოიცავენ, 3 სხვა და სხვა სახის სპეცსამსახური. ასევე, ერთგვარი სამინისტროების ფუნქციით აღჭურვილი სამსახურები, რომელთაც თავიანთი ხელმძღვანელები ჰყავთ და თავიანთი სასამართლო სისტემა. „თალიბანი“ დიდხანს რომ ემზადებოდა ხელისუფლებაში მოსასვლელად და ამის რეალური იმედი ჰქონდათ, აქედანაც ჩანს. „თალიბანი“ ახლა არ იწყებს ხალხის შერჩევას და  ხელისუფლების დაკომპლექტებას. ხელისუფლებაში მოვიდნენ უკვე გამზადებული სტრუქტურებით და კადრებით.  ახლა კონსტიტუციის შემუშავებას და მიღებას აპირებენ, რომელიც დაეფუძნება „ყურანის“ პრინციპებს. ავღანეთი გახდება ფუნდამენტალისტური ისლამური სახელმწიფო. მათ გადმოიღეს ისლამური სახალიფოს მოდელი.

 
– შეიძლება იმის თქმა, რომ ავღანეთიდან ასე სასწრაფოდ და არც თუ ღირსეულად გამოსვლით, ამერიკამ, როგორც სუპერ–სახელმწიფომ, გარკვეული გავლენა და ავტორიტეტი დაკარგა? ასევე, ეს ფაქტი ნიშნავს, რომ ამერიკამ უარი თქვა იმპერიალისტურ ომებზე?
– ეს, ალბათ, აისახება ამერიკის ახალ ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში. იქ გამოჩნდება ბევრი რამ და ეს დოკუმენტი მომავალ წელს გამოქვეყნდება. ბაიდენის ადმინისტრაცია, ვიქრობ, ერთგვარად შოკში და გაურკვევლობაშია, როგორი საგარეო პოლიტიკა აწარმოონ, ჯერ არ იციან. ავღანეთში ასეთი ფიასკოს შემდეგ, ამერიკამ დაკარგა გავლენა ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში, ეს ფაქტია. ცენტრალურ აზიაში მისი გავლენა ნულამდე დავიდა, ფაქტიურად. მეტსაც გეტყით, ამერიკამ მტრად გადაიკიდა  ყოფილი სტრატეგიული მოკავშირე, პაკისტანი, სადაც  20 წლის განმავლობაში, 83 მილიარდი დოლარი ჩადო.  პაკისტანმა საჰაერო სივრცე დაუხურა ნატო–ს და ამერიკას. ამერიკა პაკისტანის ტერიტორიიდან, მათი სამხედრო აეროდრომებიდან  ვეღარ ანხორციელებდა ავღანეთში სამხედრო და სხვა ტვირთების გადატანას ამერიკული სამხედრო ბაზებისა თუ ავღანეთის შეიარაღებული ძალების მოსამარაგებლად. ეს კიდევ ერთი  მიზეზი გახლავთ იმისა, თუ რატომ გამოვიდა ამერიკა ავღანეთიდან.  ეს აქამდე არავის უთქვამს.
– ავღანეთიდან დასავლეთის სახელმწიფოებისთვის ტერორიზმის გაძლიერების რა საფრთხეები არსებობს?
– ძალიან სერიოზული საფრთხეებია. ჯერ ერთი, „თალიბანს“ 3 სამხედრო ბაზა  აქვს, სადაც დივერსანტებს ამზადებს. ახლა, ამერიკაში ავღანელი ლტოლვილები ჩაიყვანეს და კაცმა არ იცის, მათ შორის რამდენია ამ ბაზებზე მომზადებული დივერსანტი. იგივე ითქმის სხვა ქვეყნებზეც, რომელთაც ავღანელი ლტოლვილები მიიღეს. გარდა მაგისა, არ გამქრალა ტერორისტული ორგანიზაცია „ალ ქაიდა“, რომელიც 3 000 წევრს მოითვლის  და „თალიბანის“ მმართველობისას კიდევ უფრო მოძლიერდება. 15 000 მებრძოლი ჰყავს „ისლამურ სახალიფოს“ და მათგან ბევრი პოტენციური ტერორისტია. დიდი შანსია, „ისლამურმა სახალიფომ“, რომელიც ახლა სირიასა და ერაყში მოქმედებს,  ავღანეთში გადაინაცვლოს და იქ შექმნას სამხედრო და ტერორისტების მოსამზადებელი ბაზები. თავის დროზე, 1996–2001 წლებში, ბინ ლადენმა ავღანეთში  დივერსანტებისა და ტერორისტების მოსამზადებელი 3  სამხედრო ბანაკი შექმნა და ამ სამიდან, ორ ბაზაზე მომზადებულებმა მოაწყეს 2001 წლის 11 სექტემბერს, ამერიკაში 4 ტერორისტული აქტი. რეალურია, რომ ავღანეთი გადაიქცეს საერთაშორისო ტერორიზმის ჰაბად. ცხადია, ტერორიზმის სერიოზული საფრთხეები არსებობს.

ვრცლად იხილეთ აქ 
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე