"ქართულ ოცნებას" მზად აქვს კანონპროექტი, რომელიც მოქალაქეებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ვალის ჩამოწერას გულისხმობს. ჯამურად ეს თანხა 1,5-მილიონ ლარს შეადგენს. არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეს
მმართველი პარტიის კიდევ ერთი მცდელობაა ამომრჩევლის მოსასყიდად. მათი აზრით, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მსგავსი კანონპროექტის შემუშავება მიუღებელია. ყველაფერი, რაც ხდება ბიუჯეტში არჩევნებამდე 1 თვით ადრე, არის პირდაპირი მოსყიდვა.
მთავრობა უსინდისოდ მანიპულირებს ვალების ჩამოწერით, - ამბობს "ნაცინალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე. შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოსახლეობას საბანკო ვალები ჩამოაწერა. სამოქალაქო სექტორმა და ოპოზიციამ ეს ამომრჩევლის მოსყიდვად შეაფასა.