განსხვავებაა პოლიტიკოსებსა
და რევოლუციონერებს შორის:
პოლიტიკოსები არიან ისინი,
ვინც ტელევიზიიდან გვიყვებიან -
როგორ უნდა იყოს..
რევოლუციონერი არის ის,
ვინც მზად არის საკუთარი ტყავი შეაგდოს ბრძოლაში და საკუთარი სიცოცხლის რიკის ფასად, თავისუფლების რისკის ფასად, უსაფრთხოების რისკის ფასად,
თავისი ახლობლების
უსაფრთხოების რისკის ფასად, შეასკდეს ბოლომდე!
საქართველოს აღარ ჭირდება პოლიტიკოსები!
საქართველოს დღეს ჭირდება ხალხი, ვინც არის მზად ბოლომდე წავიდეს და საკუთარი ტყავი შეაგდოს ბრძოლაში! ნამდვილად საკუთარი ტყავი შეაგდოს ბრძოლაში!
როგორც სპარტაში აცილებდნენ დედები თავის შვილებს -
ან ფართან ან ფარზე!
ეს აღარ არის ბრძოლა პოლიტ-კომენტატორებისთვის...
ყველამ ისწავლა კარგად ლაპარაკი
და ლაყბობა!
ეს არის ბრძოლა ან ფართან ერთად,
ან ფარზე!
ეს არის ბრძოლა ან გამარჯვება, ან ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას.. და თუ ქვეყანას ვკარგავთ, სიცოცხლეს რაღა აზრი აქვს... ამიტომ ჩვენ გვინდა სიცოცხლე და ჩვენ გვინდა ქვეყანა!..
თავგანწირვის და გაბედულების გარეშე არაფერი მსოფლიოში არ
ხდება...
ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს მომავალი!
მომავალს კი უნდა ბრძოლა!"